პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია მძიმდება

ეს პერსონა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია მძიმდება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში რთული ხდება. ეს სიტუაცია მსოფლიოშიც რთულია. 850 000 ადამიანი დაინფიცირდა უკვე ახალი კორონავირუსით. რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 2 777 შემთხვევა დადასტურდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში ვირუსის 2 777 შემთხვევაა აღრიცხული. 27 შემთხვევაში კი დაავადება ლეტალურად განვითარდა.

0
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top