ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ის ჯარებზე მოულოდნელ თავდასხმას გეგმავს

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე უეცარ თავდასხმას გეგმავენ. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაწერა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანა ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 205 036 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ირანში 47 593.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top