ჩინეთის ქალაქ შენჟენში კატებისა და ძაღლების ჭამა აიკრძალა

ეს პერსონა

ჩინეთის ქალაქ შენჟენში გარეული ცხოველებით ვაჭრობის გაუქმების ფარგლებში, ახალი კორონავირუსის გამო, კატებისა და ძაღლების ჭამა აიკრძალა.

აკრძალვა  ამოქმედდება 1 მაისიდან.

ქალაქის მთავრობის განმარტებით, ძაღლებსა და კატებს უფრო ახლო კონტაქტი აქვთ ადამიანებთან, ვიდრე სხვა ცხოველებს, ხოლო „ძაღლებისა და კატების, ასევე სხვა ცხოველების მოხმარების აკრძალვა ზოგადი პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, ჰონგ კონგსა და ტაივანში“.

ჯერ კიდევ თებერვალში ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ განაცხადა, რომ აიკრძალება გარეული ცხოველებით ვაჭრობა. პროვინციებისა და ქალაქების მთავრობები ნაბიჯებს დგამენ ახალი გადაწყვეტილების ასამოქმედებლად, თუმცა შენჟენში  ეს აკრძალვა ასევე ძაღლებსა და კატებს შეეხო.

ცნობისთვის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანს ცხოველებისგან გადაედო. თავდაპირველად ვირუსი დაუკავშირეს უხანის გარეული ცხოველების ბაზრობას, სადაც იყიდებოდა ღამურები, გველები, ციბეტები და ა.შ..

 2 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 936.829-ს შეადგენს, დაღუპულია 47.263 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 194.604 პირი.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top