რუსეთში "დეპრესიაში ჩავარდნილ" მაიმუნებს მულტფილმებით ართობენ

ეს პერსონა

კარანტინის გამო დადარდიანებულ მაიმუნებს, მულტფილმებით ახალისებენ



რუსეთში, კრასნოიარსკის ფლორა და ფაუნას პარკში, ორიგინალური იდეა მოიფიქრეს - როგორ გაახალისონ დანაღვლიანებული ცხოველები, კარანტინის დროს.

პარკის ვარსკვლავები, ტყუპი-შიმპანზეები- ტიხონი და ანფისა პრაქტიკულად "დეპრესიაში ჩავარდნენ" მნახველების არარსებობის გამო. ზოოპარკი კარანტინშია და იქ მხოლოდ თანამშრომლები შედიან.

შიმპანზეების ხასიათზე მოსაყვანად, თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ცხოველებს მულტფილმები აყურებინონ. იდეამ გაჭრა. პარკის დირექტორის, ანდრეი გორბანის თქმით, ანფისასა და ტიხონის საყვარელი მულტფილმი დედა-მაიმუნზეა, რომელიც ზოოპარკში ცხოვრობს.

„შეუძლიათ, განუწყვეტლივ უყურონ“, - განაცხადა დირექტორმა.

მისივე თქმით, ანფისას ასევე ასწავლეს პომადის წასმა (სინამდვილეში, პომადის ტუბი ცარიელია). შიმპანზემ მოძრაობები დაიმახსოვრა და ახლა წარმატებით იმეორებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top