უხანიდან უხანამდე - როგორ დაუბრუნდა COVID-19 მშობლიურ ქალაქს

ეს პერსონა

16 წლის ჩინელი ბიჭი, რომელიც დიდ ბრიტანეთში სწავლობდა, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. ის COVID-19-ით ინფიცირებული აღმოჩნდა. 

უხანში, ბოლო 10 დღე ვირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა, სანამ ადგილობრივი ჯანდაცვის სტრუქტურებმა ბიჭს ვირუსი არ დაუდგინეს. Daily Mail-ის ცნობით, ახალგაზრდა ბიჭი უხანში ნიუკასლიდან  დუბაის და პეკინის გავლით ჩავიდა.

მედიისთვის ინფიცირებულის გვარია ცნობილია. 16 წლის ბიჭის გვარი ჟოუა.

ჩინეთმა დიდი ძალისხმევის შედეგად ახალი ტიპის კორონავირუსი თითქმის დაამარცხა, საგანგებო მდგომარეობა გააუქმა და ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ ვირუსის შემდგომი ტალღის პრევენციისთვის, განსაკუთრებით კონტროლდება ქვეყანში შემსვლელი პირები.

პეკინში კი განსაკუთრებულად მკაცრი ზომებია მიღებული. ქვეყანაში  ე.წ. ჩუმი მატარებლების იდენტიფიცირებისთვის სპეციალური ღონისძიებები ტარდება. 

0
0
0
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top