რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეს პერსონა

რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

რუსთავის საკრებულოს წევრის, ნანა შატბერაშვილის თქმით,  მას ინფორმაცია რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა შეატყობინა.

„10 აპრილამდე თვითიზოლაციაში ვიქნებით", - რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული საკრებულოს წევრთან შემხებლობაში მყოფი 45 ადამიანი, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, 12 სხვა მოქალაქე, ასევე ორი მოხალისე, რომლებთან ერთადაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი სოციალურად დაუცველებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა. ამასთან, ტაბაღუამ დასძინა, რომ პირადად მან ინფიცირებული ერთ კვირის წინ ნახა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, მათ შორის თვითმმართველობის შენობაში დამონტაჟებული კამერების საშუალებით.

რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში, მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top