დედამიწაზე COVID-19-ით 1 000 000 ადამიანი დაინფიცირდა

ეს პერსონა

⬤ დედამიწაზე COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 000 000-ს გადააჭარბა



ისტორიული ანტირეკორდი დაფიქსირდა - მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 000 168-ს მიაღწია. ვირუსი მსოფლიოს 204 ქვეყანაშია აღმოჩენილი.

worldometers-ის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციისგან 51 354 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 210 191 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, დაავადების აქტიურ ფაზაში 738 623 ადამიანი იმყოფება. მათგან 37 003 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ყველაზე მეტი დაინფიცირებული აშშ-ში ფიქსირდება, იქ კორონავირუსით 235 747 ადამიანი დაავადდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 5 620 აღწევს.

ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსს  13 915 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top