ვარდისფერი ოკეანე - რა ხდება ბუნებაში ადამიანების გარეშე? - ვიდეო

ეს პერსონა

ოკეანე ვარდისფრად შეიფერა


ფილიპინების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს - პალავანის სანაპიროებს, რომლებიც კარანტინის გამო დაცარიელებულია, ათასობით ვარდისფერი მედუზა მიადგა.

ეს უჩვეულო მოვლენა ბიოლოგებმა დააფიქსირეს, მედუზები წლების განმავლობაში არ გამოჩენილან ხმელეთზე ადამიანთა საქმიანობის გამო.

ექსპერტების ვარაუდით, მედუზები  ტურისტების გამო  ფსკერზე ჯგუფდებოდნენ, ახლა კი საფრთხის არარსებობის გამო ოკეანის ზედაპირთან შეიკრიბნენ.

ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის ზღვის ბიოლოგიის დოქტორანტმა შელდონ რეი ბოკომ, სოციალურ ქსელში ვიდეოს გაზიარებისას დაწერა, რომ აღნიშნული მოვლენა 23 მარტსაა აღბეჭდილი პალავანზე, ელ  ნიდოს სანაპირო- კორონგ კორონგზე.

მისი თქმით, ასობით ან ათასობით მედუზა ძირითადად იანვრის ბოლოს ან თებერვალში იკრიბება, მაგრამ ქარის ან მიქცევ-მოქცევის გამო ისინი მხოლოდ მარტისკენ გამოჩნდნენ.

ფილიპინების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლის ნები ანტიპორდას თქმით, მედუზების "აყვავება" შესაძლოა კარანტინის გამო შექმნილმა პირობებმა გამოიწვია.

 კლიმატის ექსპერტთა ვარაუდით, მედუზები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის გაუმჯობესების საკითხში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად კი, მათი "აყვავება" წყალში ჟანგბადის დაბალ დონეს უკავშირდება.

17
0
11
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top