საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ეს პერსონა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-სგან 36 პაციენტი განიკურნა, ხოლო 1 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, 5067 პირი პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონაში იმყოფება, ხოლო 330 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი გუშინ დაფიქსირდა. 79 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მას თანდართული ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

 

1
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top