მსოფლიოში კორონავირუსით 1,2 მლნ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 203 188 შეადგინა


 

➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას მიაღწია. ინფიცირებულია 1 203 188 ადამიანი. გაზრდილია გარდაცვალების შემთხვევებიც. დღის ბოლო მონაცემებით, ვირუსით 64 747 გარდაცვალების ფაქტია აღრიცხული.

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან ჯამში 246 760 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, ვირუსის აქტიურ ფაზაში 891 681 პაციენტი იმყოფება, მათგან 44 096-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 



➥ აშშ

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 311 637 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში მასობრივი ტესტირება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 656 897 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

13 მარტს, კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.


 

➥ იტალია

იტალიაში ვითარება კვლავ დრამატულია. თუმცა ქვეყანამ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილი მან ესპანეთს დაუთმო.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 124 632 შემთხვევაა აღრიცხული.

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ინფექციას 15 362 ადამიანი ემსხვერპლა. 


 

➥ თურქეთი

თურქეთში ვითარება განსაკუთრებულად დამძიმდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 23 934 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 501 ფატალურად დასრულდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.



➥ აზერბაიჯანი

5 მარტის მონაცემებით, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების  სულ 521 შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 521 პაციენტიდან 32-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო, ხოლო 5 გარდაიცვალა.



➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა სულ 770-ს მიაღწია, საიდანაც 43 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების 7 ფაქტია აღრიცხული.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top