უნდა გამოცხადდეს თუ არა სასწავლო წელი აკადემიურ წლად? - გამოკითხვის შედეგები

ეს პერსონა

უნდა გამოცხადდეს თუ არა სასწავლო წელი აკადემიურ წლად? - ამ კითხვით "ეS პერსონამ" მკითხველს მიმართა.

გამოკითხულთა 62%-ს მიაჩნია, რომ 2019-2020-ის სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ უნდა გამოცხადდეს, ხოლო 38% მიიჩნევს, რომ უნდა გამოცხადდეს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 188 ადამიანმა მიიღო.

საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 2 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შესაძლოა ეს წელი აკადემიურად წლად გამოცხადდეს. გიორგი გახარია ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში ეს გამორიცხული არ არის და ამისათვის საჭიროა ონლაინ-გაკვეთილების და ტელესკოლის ფორმატების დახვეწა.

უკვე მეორე თვეა, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო, სასწავლო დაწესებულებები ონლაინ გაკვეთილების ფორმატზე არიან გადასულები, თუმცა ინტერნეტთან წვდომა ყველა მოსწავლეს არ აქვს.

უნდა გამოცხადდეს თუ არა სასწავლო წელი აკადემიურ წლად?

დიახ, უნდა გამოცხადდეს 38% (72)
არა, არ უნდა გამოცხადდეს 62% (116)
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top