კორონავირუსის 59 952 ახალი შემთხვევა და 13 802 გამოჯანმრთელებული - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 261 405 შეადგინა

 

➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას მიაღწია. ინფიცირებულია 1 261 405 ადამიანი. გაზრდილია გარდაცვალების შემთხვევებიც. დღის ბოლო მონაცემებით, ვირუსით გარდაცვალების 68 475 ფაქტია აღრიცხული.

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან ჯამში 260 060 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, ვირუსის აქტიურ ფაზაში 932 870 პაციენტი იმყოფება, მათგან 45 480-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 



➥ აშშ

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 331 519 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში მასობრივი ტესტირება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 743 009 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

13 მარტს, კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.



➥ იტალია

იტალიაში ვითარება კვლავ დრამატულია. თუმცა ქვეყანამ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილი მან ესპანეთს დაუთმო.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 128 948 შემთხვევაა აღრიცხული.

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ინფექციას 15 887 ადამიანი ემსხვერპლა.



➥ თურქეთი

თურქეთში ვითარება განსაკუთრებულად დამძიმდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 27 069 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 574 ფატალურად დასრულდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.



➥ აზერბაიჯანი

5 მარტის მონაცემებით, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 584 შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 584 პაციენტიდან 32-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო, ხოლო 7 გარდაიცვალა.



➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა სულ 822-ს მიაღწია, საიდანაც 57 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების 7 ფაქტია აღრიცხული.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top