10 ადგილი, რომელიც დედამიწიდან მალე გაქრება

ეს პერსონა

ადგილები, რომელთა შესახებაც მხოლოდ შვილიშვილებს მოვუყვებით


 

გლობალური დათბობის, სამეწარმეო საქმიანობისა და ტურისტების უწყვეტი ნაკადის "წყალობით", დედამიწაზე ზოგიერთი ადგილი შესაძლოა მხოლოდ ფოტოებზე შემოგვრჩეს, ან საერთოდ დაიხუროს მნახველთათვის. 

"ეS პერსონა" "გადაშენების პირას" მყოფი ადგილების ჩამონათვალს გთავაზობთ: 

 

#1 აღდგომის კუნძული

ტურისტების ნაკადის გამო აღდგომის კუნძულს წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის პრობლემები შეექმნა. უკონტროლოდ მოსეირნე ტურისტები კუნძულზე დიდი ოდენობით ნაგავს ტოვებენ, ასევე შემთხვევით, ან მიზანმიმართულად აზიანებენ მოაის ქვის ქანდაკებებსა და კუნძულის ეკოლოგიას. ადგილობრივებს შექმნილი სიტუაცია არ მოსწონთ და ისინი ცდილობენ, არსებითად შეამცირონ ტურისტების რაოდენობა. 

 

#2 ანტარქტიდის მყინვარეები

ანტარქტიდის მყინვარები 10-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე შუა საუკუნეებში. სიტუაციის გასაუმჯობესებლად ცდილობენ სათბურის აირების გამოყოფის მაჩვენებლის შემცირებასა და კრუიზების შეზღუდვას. 


#3 მაჩუ-პიქჩუ

რამდენიმე წლის წინ მაჩუ-პიქჩუს შესანარჩუნებლად UNESCO-მ დაადგინა ვიზიტორთა ლიმიტი. ამჟამად, ერთი დღის განმავლობაში ამ „ინკების ქალაქის“ ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ 2500-ს ტურისტს აქვს. თუმცა პერუელი მკვლევრები აღნიშნული ლიმიტის უფრო მეტად დაწევას ცდილობენ.



 

#4 კილიმანჯარო
აფრიკის უმაღლესი მწვერვალი, რომელიც თოვლის საფარითაა დაფარული. ბოლო ასწლეულში ამ თოვლის საფარის 85% დადნა, ხოლო ნალექი ვერ ახდენს დანაკარგის კომპენსირებას. შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 20 წლის განმავლობაში თოვლი საერთოდ გაქრება კილიმანჯაროზე და მწვერვალი თავის სახელგანთქმულ იერს დაკარგავს.

 

#5 დიდი ბარიერული რიფი
ზღვის ვარსკვლავი - „ეკლიანი გვირგვინის“ მოზღვავებული პოპულაცია,  ტროპიკული ქარიშხლები, გლობალური დათბობა და ტურისტების გაზრდილი ნაკადი დიდ ბარიერულ რიფს დიდძალ ზიანს აყენებს. წყლის სიმჟავისა და  ტემპერატურის მომატების გამო უნიკალური სისტემა ირღვევა. ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის დიდი ბარიერული რიფი საერთოდ გაქრება დედამიწიდან.

 

#6 კუნძულები ვიეკესი და კულებრა
ერთი პერიოდი აშშ-ის საჰაერო-სამხედრო ძალები ამ კუნძულებს ავიადარტყმებისტთვის იყენებდნენ, რის გამო ადგილზე   ფლორა და ფაუნა  დაზარალდა ძლიერ დაზარალდა. როცა ავიადარტყმები შეწყვიტეს, უკვე დაზიანებულ ეკოლოგიას, მორიგი  დარტყმა უკვე ტურიზმმა მიაყენა. კუნძულებზე არსებული უნიკალური ეკოსისტემა გაქრობის პირასაა.

 

#7 მკვდარი ზღვა
10 წლის წინ, მკვდარი ზღვის დონე ახლანდელზე 11 მეტრით მაღალი იყო. ამის მიზეზი გახდა მინერალების სამეწარმეო გადამუშავება და მკვდარი ზღვის შენაკადების 80%-ის გამოყენება. მკვდარი ზღვის შესანარჩუნებლად იგეგმება წითელი ზღვიდან არხის გაყვანა. შესაბამისად, მლაშე ტბა დაკარგავს თავის პირვანდელ სახესა და წყლის შემცველობას.

 

#8 ტაჯ-მაჰალი

ყოველ წელს ტაჯ-მაჰალს დაახლოებით 3-5 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. მიუხედავად ამისა, UNESCO-ს მოთხოვნით, უახლოეს 5 წელიწადში მარმარილოს მავზოლეუმს დაკეტავენ მნახველებისთვის, რადგან ტურისტების უზარმაზარი ნაკადების, გარშემო ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა და საწარმოების საქმიანობის გამო,  ნაგებობა ინგრევა და თავის იერს კარგავს.


 
 

#9 ვენეცია
ყოველწლიურად ვენეცია 2 მილიმეტრით იძირება. მეცნიერთა გათვლებით, 2028 წლისთვის ქალაქი შესაძლოა, ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი გამოდგეს, ხოლო 2100 წლისთვის საერთოდ ჩაიძიროს.

 

#10 ტიბეტი
წლიდან წლამდე ტიბეტში მოხვედრა სულ უფრო რთული ხდება. საქმე ისაა, რომ უსაფრთხოების ზომების გამო,  დროდადრო ჩინეთის მთავრობა კეტავს რეგიონს ტურისტებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს  სამგზავრო ტურების სრული შეწყვეტა.

0
0
3
8
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top