კორონავირუსი წვერის წინააღმდეგ - რა საფრთხე ემუქრებათ ლამბერსექსუალებს

ეს პერსონა

სასარგებლო ინფორმაცია "წვერმადიდებლებისთვის"



კორონავირუსის პანდემიის დროს წვერმა და  ულვაშებმა შესაძლოა, ყველაზე მაღალი ხარისხის ნიღბებიც უსარგებლო გახადოს. ასეთ დასკვნამდე პროფესორი ნიგელ მაკმილანი მივიდა, რომელიც ქუინსლენდის გრიფიტის უნივერსიტეტში  ინფექციურ დაავადებებს შეისწავლის და ასევე ავსტრალიაში, კორონავირუსისს გავრცელების მონიტორინგს ახორციელებს. პროფესორის აზრით,  სახეზე თმის საფარის გამო,  ნიღაბი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ვინაიდან,  წვერი ხელს უშლის სახის დასაფარი ნაწილის ჰერმეტიზაციას, ადამიანი დაუცველი რჩება ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსების წინაშე.

მაკმილანის თქმით, კორონავირუსის ეპიცენტრში, წინა ხაზზე მომუშავე ექიმმა მამაკაცებმა, რომელთათვის სავალდებულოა ნიღბის ტარება, სრულიად უნდა გაიპარსონ წვერი,  ან მცირე ულვაში დაიტოვონ.

თუმცა მაკმილანი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის, პირდაპირი  მტკიცებულებები, თუ რამდენად უწყობს ხელს წვერი Covid-19-ით დაინფიცირებას, არ არსებობს.

ქაღალდისა და ნაჭრის ნიღბები, რომლებმაც სიმბოლური დატვირთვა შეიძინეს კორონავირუსის პანდემიის დროს, არაა ეფექტური ვირუსის წინააღმდეგ. თუმცა პროფესორი მიუთითებს, რომ წვერი და ხშირი თმის საფარი სახეზე, პირბადეს  უსარგებლოს ხდის.

„ეს ნიღბები კარგია, როცა ადამიანს ხველება ან სიცხე აქვს, რათა არ გადასდოს დაავადება სხვას“, - თქვა პროფესორმა.

P2 ტიპის  ნიღბები და სხვა სამედიცინო კატეგორიის საშუალებები სპეციალური ფილტრის გამო, ბევრად უფრო ეფექტურია ჩვეულებრივ ქაღალდის ნიღბებზე -  ეს პირბადეები უკეთ იცავს მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებისგან და ინფექციისგან. 

პროფესორ მაკმილანამდე ერთი თვით ადრე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა გამოაქვეყნეს ინფოგრაფიკა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ მოქმედებებს სხვადასხვა სახის წვერ-ულვაში რესპირატორებსა და დამცავ ნიღბებზე.
ინფოგრაფიკაზე კარგად ჩანს, რომ   პირთან ახლოს და წვრილად გამოყვანილი ულვაშები შედარებით უსაფრთხოა.  აი, ჰიპური სტილის წვერის პატრონებს, ნამდვილად არ გაუმართლათ.

3
3
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top