პიკასოს ნამუშევარი გაშიფრულია - რას გვიმალავდა მხატვარი?

ეს პერსონა

ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევრებიდან ყველა დროის ერთ-ერთ ცნობილ ტილოდ  „გერნიკა“  ითვლება. ნამუშევარი სავსეა რთული გამოსახულებებითა და ფარული სიმბოლოებით. 

ნამუშევარი შექმნილია 1937 წელს, ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის შეკვეთით.

#1 მზე ტექნიკურად  გამოხატავს თვალს

ტილოს ზედა ნაწილში გამოსახული  მზის ფორმა ნამუშევრის ისტორიიდან გამომდინარე, გვაფიქრებინებს, რომ ეს არის თვალი, რომელიც გამოხატავს გენერალ ფრანკოს შურისმაძიებელ მზერას. 
მეორე ვერსიის თანახმად,  გამოსახულება გამოხატავს სინათლეს, როგორც ქმნილების სიმბოლოს. მაშინ, როცა ღმერთი ქმნის სამყაროს და გამოჰყავს ის სიბნელიდან სიტყვებით: „დაე, იქმნას ნათელი“.

The Sun Is A Technologic... is listed (or ranked) 1 on the list Every Hidden Symbol In Picasso's Guernica


#2  დედა ბავშვით ხელში ადრეული ხანის ქრისტიანობას გამოხატავს

ნახატის მარცხენა მხარეს აღნიშნული გამოსახულების შექმნისას პიკასომ მოიცვა დასავლური ხელოვნება. დედა, რომელსაც ხელებში მომაკვდავი შვილი ჰყავს, ანარეკლია პიეტის (ძველ რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება), სადაც  გამოსახულია ღვთისმშობელი და ქრისტე ჯვარცმის შემდეგ. 


#3 პიკასოს შავი და თეთრი ფერების გამა გაზეთების ერთობლიობას წარმოადგენს

მიუხედავად იმისა, რომ პიკასო არ კითხულობდა გაზეთებს მან ესპანეთში სამოქალაქო ომის მიმდინარეობის დროს, ქალაქ გერნიკას დაბომბვის შესახებ სწორედ საგაზეთო სტატიების მეშვეობით შეიტყო, სადაც შავ-თეთრი ფოტოები იყო დაბეჭდილი. ამიტომ, მოცემულ სქემაზე გაზეთებია წარმოდგენილი. 

Picasso's Black And Whit... is listed (or ranked) 3 on the list Every Hidden Symbol In Picasso's Guernica


#4 ხარი შესაძლოა მიგვითითებდეს ფაშიზმზე

გავრცელებული ინფორმაციით, პიკასოს მიაჩნდა, რომ ხარი, როგორც სისასტიკე და სიბნელე ასოცირდებოდა ფაშიზმთან. თუმცა, როცა მხატვარს მნიშვნელობის შესახებ ეკითხებოდნენ, ამბობდა, რომ კონკრეტული განზრახვა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა მითიური ცხოველის ტილოზე გამოსახვა შესაძლოა იყოს ფაშიზმის სიმბოლო. 

The Bull May Signify Fas... is listed (or ranked) 4 on the list Every Hidden Symbol In Picasso's Guernica


#6 ცხენი გამოსახავს  გერნიკას მაცხოვრებლებს

კომპოზიციის ყველაზე დიდი ფიგურა არის ცხენი. ცხენი ხშირად ომის სიმბოლოა, რაც იმას ნისნავს, რომ ცხენის გამოჩენით გერნიკას მაცხოვრებლები უფრო კარგად დაიცავენ თავს ომში. ტილოზე ცხენის თავი თავდაყირა რჩება, რაც  შეიძლება მიუთითებდეს ხალხის გამძლეობასა და ფაშიზმის წინააღმდეგ თავდაუზოგავ ბრძოლას.

The Terrified Horse Is The Gue is listed (or ranked) 5 on the list Every Hidden Symbol In Picasso's Guernica


#6 გათავისუფლებული ჯარისკაცი გამოხატავს იმედს

ტილოს ქვედა ნაწილში გამოსახულია ჯარისკაცის დანაწევრებული სხეული. ჯარისკაცის ხელში ხმალი შეიძლება ნიშნავდეს გერნიკას მოსახლეობის უუნარობას თანამედროვე საბრძოლო ხელოვნების მიმართ, ხოლო შუქისკენ მიმართული ყვავილი - იმედს.

The Dismembered Soldier Repres is listed (or ranked) 7 on the list Every Hidden Symbol In Picasso's Guernica 


#7 ტილოზე გამოსახული ყველა ენა არის დანა

კომპოზიციაზე ენა სამ ფიგურას აქვს გამოსახული - ცხენი, შეწუხებული დედა და ხარი. აქედან არც ერთს არ აქვს მომრგვალო ენა. მათ აქვთ ხანჯლის ფორმა. ამ ხერხით მხატვარი კიდევ ერთხელ გვიხატავს ფრანკოს სასტიკ რეჟიმს.

Every Tongue Is A Knife is listed (or ranked) 9 on the list Every Hidden Symbol In Picasso's Guernica

#8 მტრედი მშვიდობის სიმბოლოა

მიუხედავად იმისა, რომ სხვა სურათებისგან განსხვავებით მტრედი ძირითადად მუქ ფერებშია გამოსახული, ეს კიდევ ერთხელ არის იმის მაუწყბელი, რომ პიკასო ამ ხერხით, ბრძოლის დროს, კარგ და ცუდ განზრახვებს გვიხატავს.

The Dove Symbolizes The End Of is listed (or ranked) 10 on the list Every Hidden Symbol In Picasso's Guernica

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top