დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა

ეს პერსონა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 188-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-სგან 39 პაციენტი განიკურნა, ხოლო 2 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, 4735 პირი პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონაში იმყოფება, ხოლო 383 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი 4 აპრილს დაფიქსირდა. 79 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ამავე კლინიკაში, მეორე დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top