დღეს, საქართველოში კორონავირუსისგან 4 პაციენტი განიკურნა

ეს პერსონა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 211-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-სგან 50 პაციენტი განიკურნა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, 4559 პირი პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონაში იმყოფება, ხოლო 353 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 31 მარტიდან ე.წ. საკომენდანტო საათი გამოცხადდა, რის მიხედვითაც ქვეყანაში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top