კორონავირუსის 67 094 ახალი შემთხვევა და 5 697 გარდაცვლილი - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 498 013 შეადგინა

 

➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას მიაღწია. ინფიცირებულია 1 498 013 ადამიანი. გაზრდილია გარდაცვალების შემთხვევებიც. დღის ბოლო მონაცემებით, ვირუსით გარდაცვალების 87 731 ფაქტია აღრიცხული.

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან ჯამში 319 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, ვირუსის აქტიურ ფაზაში 1 091 090 პაციენტი იმყოფება, მათგან 48 011-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 



➥ აშშ

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 422 369 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში მასობრივი ტესტირება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 188 285 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

13 მარტს, კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.



➥ იტალია

იტალიაში ვითარება კვლავ დრამატულია. თუმცა ქვეყანამ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილი მან ესპანეთს დაუთმო.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 139 422 შემთხვევაა აღრიცხული.

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ინფექციას 17 669 ადამიანი ემსხვერპლა.



➥ თურქეთი

თურქეთში ვითარება განსაკუთრებულად დამძიმდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 38 226 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 812 ფატალურად დასრულდა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.



➥ აზერბაიჯანი

9 მარტის მონაცემებით, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 822  შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 822 პაციენტიდან 63-მა სრული გამოჯანმრთელება შეძლო, ხოლო 8 გარდაიცვალა.



➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა სულ 881-ს მიაღწია, საიდანაც 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების 9 ფაქტია აღრიცხული.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top