9 ყველაზე მავნებელი და სახიფათო მწერი დედამიწაზე

ეს პერსონა

ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე გავცრელებული შიში მწერებს უკავშირდება. ეს ფობია კარგ ამინდთან ერთად მძაფრდება, როდესაც ათასობით პატარა არსება, "დღის სინათლეზე" გამოდის.

ზოგჯერ, მწერებთან დაკავშირებული შიში, უსაფუძვლო სულაც არაა, რადგან მწერთა კონკრეტული ნაწილი, ადამიანებისა და ცხოველებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

#1 გიგანტური აზიური ბაზი

ზომა: სიგრძეში 3 სანტიმეტრამდე აღწევს (ფრთებითურთ - 7 სანტიმეტრზე მეტს).

საცხოვრებელი ადგილი: ბინადრობენ აღმოსავლეთ აზიის ზომიერ და ტროპიკულ მხარეებში, მათ შორის იაპონიაში.

დამახასიათებელი ნიშნები: მიუხედავავად იმისა, რომ ბაზები საკმაოდ  დიდი და ბრაზიანი მწერები არიან, მათი ნესტარის სიგრძე 6 მილიმეტრს არ აღემატება.

რატომ უნდა გეშინოდეთ: გიგანტურ აზიურ ბაზებს ტყუილად არ უწოდებენ „იაკ-კილერ ბაზებს“. მათი ჩხვლეტა აღწერილია, როგორ ცხელი ლურსმნის შერჭობა. ამ მწერის ნაკბენს შეუძლია ადამიანის მოკვლა, თუკი მსხვერპლი ალერგიულია. აღნიშნული მიზეზით, იაპონიაში ყოველწლიურად 30-დან 40-მდე ადამიანი კვდება.

 

 

#2 ადამიანის ბორა

ზომა: ძალიან პატარაა, ძირითადად 0.5-დან 3 მილიმეტრამდე.

საცხოვრებელი ადგილი: აფრიკა, აზია, შუა აზია.

დამახასიათებელი თვისებები: კვერცხებს დებენ ადამიანის სხეულზე.

რატომ უნდა გეშინოდეთ:  ბორა ადამიანის სხეულზე დებს კვერცხებს, მატლებს კი აქვთ შემდეგი თავისებურება - ისინი კანის „გათხრას“ იწყებენ და შეიძლება, ადამიანის თავის ქალაშიც შეძვრნენ. მას შემდეგ, რაც მატლები მომწიფდებიან,  მიფრინავენ, თუმცა ტოვებენ ნაწიბურს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები და სიკვდილიც კი.

 

 

#3 ჭიანჭველა-ტყვია

ზომა: 18-დან 30 მილიმეტრამდე

საცხოვრებელი ადგილი: ნიკარაგუა, ჰონდურასი და პარაგვაი.

დამახასიათებელი თვისებები: ამ პატარა ჭიანჭველას, უზარმაზარი ქვედა ყბა აქვს, რაც განასხვავებს სხვა ჭიანჭველებისგან.

რატომ უნდა გეშინოდეთ: კბენის შემდეგ, ადამიანები განიცდიან აუტანელ ტკივილს. სწორედ, აქედან მოდის მათი სახელწოდება - ჭიანჭველა-ტყვია. იწვევს „წვის მფეთქავ ტალღებს“, რომელიც  შესაძლოა, 24 საათიც გაგრძელდეს.  

 

#4 აფრიკული მკვლელი ბაღლინჯო

ზომა: 4-დან 44 მილიმეტრამდე

საცხოვრებელი ადგილი: ფაქტობრივად, ყველგან ბინადრობენ, სადაც ადამიანები არიან: ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

დამახასიათებელი თვისებები: აქვთ დიდი ზომის,  მოღუნული ხორთუმი

რატომ უნდა გეშინდეთ:  მსხვერპლი იწამლება მწერის ნერწყვით, რომელსაც აქვს უნარი, მსხვერპლის შინაგანი ორგანოები  „სითხედ აქციოს“. ეს ეხმარებათ, რომ მოკლან და შეჭამონ მათზე დიდი ზომის არსებები. ეს მწერები საკმაოდ აგრესიულები არიან.

 

#5 ამაზონის გიგანტური მრავალფეხა

ზომა:  30 სანტიმეტრამდე

საცხოვრებელი ადგილი: სამხრეთ ამერიკა და კარიბის კუნძულები

დამახასიათებელი თვისებები: ისინი სხვა ფეხსახსრიანებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომისანი არიან და აქვთ მომაკვდინებელი შხამი.

რატომ უნდა გეშინოდეთ:  ამაზონის გიგანტური მრავალფეხა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, ვენესუელაში 4 წლის ბავშვის სიკვდილი, სწორად ამ მწერს მიაწერეს. მრავალფეხები იკვებებიან პატარა ჩიტებით, ბაყაყებით, ხვლიკებით, გველებით და ღამურებით.

 

#6 აფრიკული თაფლის ფუტკარი

ზომა: სხვა ბზიკებზე დიდი ზომისები არ არიან, მაგრამ მათ სკაში ათასობით ფუტკარი ცხოვრობს.

საცხოვრებელი ადგილი: სამხრეთ ამერიკა (ძირითადად, ბრაზილია), ცენტრალური ამერიკა და ტეხასი.

დამახასიათებელი თვისებები:  ადამიანს შესაძლოა ასობით ფუტკარი დაედევნოს

რატომ უნდა გეშინოდეთ:   უჩვეულოდ აგრესიული ქცევის გამო მათ „მკვლელ ფუტკრებს“ ეძახიან. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მათ 1000-მდე ადამიანი მოკლეს. ძირითადად ეს ფუტკრები კლავენ ცხენებსა და სხვა ცხოველებს, ვინც მათ ბუდესთან ახლოს მივა.

 

#7 ბუზი ცეცე

ზომა: 0.5-დან 1.5 სანტიმეტრამდე, რაც ბუზისთვის  საკმაოდ დიდი ზომაა.

საცხოვრებელი ადგილი: ტროპიკული აფრიკა.

დამახასიათებელი თვისებები: მათ აქვთ სამკბილა ხორთუმი და საკმოდ დიდი ზომისანი არიან. ბუზები ადამიანთა დიდ პოპულაციასთან ერთად ბუდობენ, რაც, შესაძლოა ინფექციური დაავადებების გადამტანი წყარო გახდეს.

რატომ უნდა გეშინოდეთ: სუბსაჰარულ აფრიკაში გადააქვთ უამრავი ინფექციური დაავადება. ისინი დიდ ცხოველებს სისხლს წოვენ, რაც ვირუსების გავრცელებას ხელს უწყობს. ეს მწერები ადამიანებს ძილის დაავადებით, ანუ აფრიკული ტრიპანოსომოზით აავადებენ. ცეცეს უკავშირდება საქონლის მასობრივი დახოცვა, რამაც თავის მხრივ შიმშილობა და  უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 

#8 მომთაბარე ჭიანჭველები

ზომა: ერთი ჭიანჭველა ძალიან პატარაა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათი კოლონა ერთიან ორგანიზმად იკვრება. ჭიანჭველების „ჯარს“, რომელიც მილიონობით წევრისგან შედგება, უზარმაზარი ტერიტორიის დაფარვა შეუძლია.

საცხოვრებელი ადგილი: აფრიკა, თუმცა, ზოგი სახეობა სამხრეთ ამერიკაშიც ცხოვრობს.

დამახასიათებელი თვისებები: სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მომთაბარე ჭიანჭველები ბუდეს არ ქმნიან, მაგრამ გადაადგილებისას, სხეულებით ქმნიან ბუდის სტრუქტურას.

რატომ უნდა გეშინოდეთ: როდესაც ერთი ჭიანჭველა მსხვერპლს ესხმის თავს, მას უერთდებიან სხვა ჭიანჭველებიც; ერთდროულად ბევრი ნაკბენი, ადამიანისთვის სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს.

 

#9 სიბინე სტიმულეა (უნაგირიანი მუხლუხო)

ზომა: 1-2 სანტიმეტრი

საცხოვრებელი ადგილი: ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ამერიკა.

დამახასიათებელი თვისებები: მუხლუხოს სხეულის ძირითადი ნაწილი მწვანე ფერისაა, მაგრამ ცენტრში, თეთრ რგოლში მოქცეული ყავისფერი ლაქა აქვს, აქედან წამოვიდა მწერის სახელი - უნაგირიანი მუხლუხო.

რატომ უნდა გეშინოდეთ: მუხლუხოს სხეული  ბუსუსითაა მოცული, რომელიც შეიცავს გამაღიზიანებელ შხამს.  იწვევს ტკივილსა და შეშუპებას, ხანდახან გულისრევას. ის არ კლავს, თუმცა არასასიამოვნო შეგრძნებებს ნამდვილად გპირდებათ.

ტეგები:
0
0
3
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top