ყველაზე ახალგაზრდა დედა ისტორიაში - 5 წლის გოგო პერუდან

ეს პერსონა

პერუელი გოგო 5 წლის ასაკში დედა გახდა...


ლინა მედინა  1933 წელს, პერუს ერთ-ერთ სოფელ „ტიკრაპოში“, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ხუთი წლის შემდეგ, ეს გოგონა  ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დედა გახდა...
როდესაც მედინა  ხუთი წლის იყო, დედამ შენიშნა, რომ მუცელი უჩვეულოდ გაეზარდა. თავად გოგონაც მუდმივად უჩიოდა სხვადასხვა სახის ტკივილს. ბუნებრივია,  შეშფოთებულმა მშობლებმა  ის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბავშვს  ექსპერტიზა ჩაუტარდა. თავიდან ექიმები სიმსივნეზე ეჭვობდნენ, თუმცა ტესტების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ  ბავშვი 7 თვის ორსული იყო.

 


დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, 1939 წლის 14 მაისს, მედინამ 5 წლისა და 7 თვის ასაკში, საკეისრო კვეთით ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. 



საკეისრო კვეთის დროს, ექიმებმა აღმოაჩინეს უჩვეულო რამ: მედინას ჰქონდა სრულად მომწიფებული სასქესო ორგანოები. ამ მდგომარეობას ნაადრევი სიმწიფე ეწოდება. სამედიცინო ჩანაწერის თანახმად, ახალგაზრდა ბავშვს მენსტრუაცია 3 წლის ასაკში დაეწყო.
  მედინას მამა გარკვეული პერიოდი დაპატიმრებული ჰყავდათ,  როგორც ქალიშვილის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო, იგი გაათავისუფლეს. ორსულობის გარემოებები დღემდე გაურკვეველია.
  მეანი ხოსე სანდოვალის 2002 წელს  გამოცემულ წიგნში წერია, რომ გოგონა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნორმალური ბავშვი იყო. ასევე აღნიშნულია, რომ  მედინას  თოჯინებთან თამაში უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე შვილთან - ჟერარდოსთან.


ჟერარდო 1979 წელს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ფოტოზე მარცხნივ ის 18 წლისაა, ხოლო მარჯვნივ არის მედინა -  23 წლის ასაკში.

მედინა  1972 წელს დაქორწინდა. მას   კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. ქალი  2015 წლის 8 ნოემბერს, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top