31 წელი 9 აპრილიდან - მადლობა თავისუფლებისთვის

ეს პერსონა

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი...“ - 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან  31 წელი გავიდა.


ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მისული, ათასობით ადამიანი დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც.

თბილისში, პირველი ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია 4 აპრილს მოეწყო. იმავე დღეს, მთავრობის სახლის წინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს. 

1989 წლის 7 აპრილს, თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, აგრეთვე, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად როდიონოვი დაინიშნა.

1989 წლის აპრილში რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მერაბ კოსტავა მიმართვადა: ”გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!” შიში არ არსებობდა. იქ მდგომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ."

აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო...

9 აპრილი - ერთი თარიღი და ორი დიდი ისტორიით. სწორედ 1991 წლის 9 აპრილს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.  ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

"ეS პერსონა" წარმოგიდგენთ იმ უნიკალურ ფოტო კადრებს, რომელიც 1989 წლის დემონსტრაციების მოვლენებს ასახავს:

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top