როგორ იმოქმედა კორონავირუსმა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე

ეს პერსონა

კორონავირუსის "დადებითი" ეფექტი


დღეისათვის, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს, რადგან დაბინძურებული ჰაერი უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე.
 კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად,  მსოფლიოს მასშტაბით,  ბევრი ადამიანი სახლში რჩება.

რიგ ქვეყნებში შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება, შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები, დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, რაც ნაკლებ გამონაბოლქვთან და ჰაერის გაწმენდასთან პირდაპირ კავშირშია.

როგორ იმოქმედა კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გარემოზე, გაეცანით სტატიაში.

 

#1 ჰაერის დაბინძურების მხრივ მოწინავე ინდოეთში, ცა გაიწმინდა. 



 ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურება 71%-ით შემცირდა


 

 

#2 ამ მხრივ, დადებითი ტენდენციაა იტალიაშიც


ვენეციაში, წყალი იმდენად სუფთაა, რომ მასში არსებული ყველა თევზის დანახვა შესაძლებელი გახდა


#3 რამდენიმე თვის წინ, კლიმატის ცვლილებები დააფიქსირეს ჩინეთშიც. ახალმა კორონავირუსმა აზოტის დიოქსიდის შემცირებაზე საგრძნობლად იმოქმედა



დაცარიელებული შანხაი, ახლა ბევრად უფრო სუფთაა


 

#4 ლონდონში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა.  მეცნიერებმა უკვე მონაცემების შესწავლა დაიწყეს

ლონდონის  მოქალაქეები, ცაზე ბევრად მეტ ვარსკვლავებს ხედავენ


#5 CNN-ის მონაცემებით, ევროპაში ყველაზე სუფთა ჰაერი თბილისშია

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top