ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიან მეთქი?! - 11 უჩვეულო საფრენი აპარატი

ეს პერსონა

თვითმფრინავები, რომლის საშუალებითაც ადამიანები საჰაერო გზით მოგზაურობენ, კაცობრიობის უდიდეს  გამოგონებათა სიაშია. ავიაციის სფეროში მუდმივად ჩნდება ახალი იდეები, მაგრამ საფრენი აპარატები, რომელთა შესახებაც ჩვენ გიამბობთ, თავისი არსით,  ყოველგვარ  ზღვარს ცდება...


#1 Convair V2 Sea Dart

მფრინავები ზოგჯერ თვითმფრინავების ძალიან საინტერესო ნიმუშებს აწყდებიან. გამანადგურებელს, რომელსაც ახლა განვიხილავთ, პირდაპირ  ოკეანის ზედაპირზე დაშვება შეუძლია. 

Convair V2 Sea Dart -  ექსპერიმენტული ამერიკული გამანადგურებელი 1951 წელს ააწყვეს, რომელიც აღჭურვილი იყო წყალგაუმტარი კორპუსით და წყალქვეშა ფრთებით.

ამ აპარატის წარმოება შეწყვიტეს კატასტროფის შემდეგ, რომელსაც მფრინავის სიცოცხლე შეეწირა.  მიუხედავად ამისა, ის არის პირველი (და ამ მომენტისათვის - ერთადერთი) საზღვაო-საფრენი აპარატი,  რომელმაც  ხმის ბარიერი გადალახა.

 


#2 Goodyear Inflatoplane

1959 წელს, Goodyear Tire შეეცადა დაეკმაყოფილებინა ბაზრის მოთხოვნები მცირე, კომფორტული თვითმფრინავის გამოშვებით, რომლის  ღია კაბინაც, მთლიანად რეზინისგან იყო დამზადებული.

თვითმფრინავის მოთავსება  ერთი  მეტრის სიგრძის ყუთში იყო შესაძლებელი, ხოლო სრულად გაბერვა ჩვეულებრივი ველოსიპედის ტუმბოთი  ხერხდებოდა. აეროდინამიკური თვალსაზრისითაც შესანიშნავი იყო, რადგან  წარმოუდგენლად მუსბუქი გახლდათ. მიუხედავად ამისა, Goodyear Tire-ს სერიოზული პრობლემები შეექმნა. სამხედროებმა რაც  შეიტყვეს,  რომ თვითმფრინავის ჩამოგდება  მხოლოდ ერთი ტყვიით ან თუნდაც შურდულით იყო შესაძლებელი, თვითმფრინავების შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 

 

#3 NASA A1 Pivot-Wing

ამ ტიპის თვითმრინავი  80-იანი წლების დასაწყისში, მბრუნავი ფრთის კონცეფციის შესამოწმებლად გაკეთდა. თვითმფრინავის გრძელი, თხელი ფრთა იმდენად  წარმოუდგენელი კუთხით ტრიალდებოდა, რომ თითქმის კაბინის  პარალელური ხდებოდა. ეს არაორდინალური და განსაკუთრებული იდეა იყო. ამ გზით საჰაერო ნაკადის კომპენსაცია სურდათ.

უცნაურმა თვითმფრინავმა რამდენიმე ფრენაც კი განახორციელა, თუმცა წარმოების ხარჯების გასამართლებლად შედეგები საკმარისი არ აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე უპილოტო აპარატები ამ თვითმფრინავის დიზაინზეა დაფუძნებული და ამჟამად დამუშავების პროცესშია.


#4 Vought V-173

Vought V-173 შეიქმნა 1942 წელს, როგორც ვერტიკალურად ასაფრენი თვითმფრინავის პროტოტიპი.  იმედი ჰქონდათ რომ იგი შეძლებდა მტრის გამანადგურებლების ლიკვიდაციას, რადგან მას გემბანიდან ვერტიკლურად აფრენა შეეძლო. უცნაური დიზაინის გამო,  მფრინავებმა აპარატს "მფრინავი ბლინი" შეარქვეს.

კაბინას მომრგვალო ფორმა ჰქონდა. ძრავებს მოქმედებაში მოჰყავდათ  უზარმაზარი პროპელერები, რომლებიც აფრენის დროს მიწას არ უნდა შეხებოდნენ, ამიტომ თვითმფრინავის შასი მაღალ საყრდენებზე იდგა. 
დაბალმა მოთხოვნილებამ და ერთმა უბედურმა შემთხვევამ  ამ პროექტის ბედი გადაწყვიტა,  თუმცა იგი, ცნობილი Harrier Jump Jet- ის განვითარების საფუძველი გახდა.

 

#5 Bell P-39 Aircobra

მეორე მსოფლიო ომის დროს „Bell Helicopter“-მა  გამოუშვა ძლიერი და წარმოუდგენლად მანევრირებადი გამანადგურებელი, სახელწოდებით - Aircobra. 

თვითმფრინავების უმეტესობას ძრავები წინ აქვს განლაგებული, მაგრამ ვერტმფრენების მწარმოებელმა კომპანია Bell-მა, შექმნა  გამანადგურებელი, რომელსაც ძრავი კაბინის უკან ჰქონდა. ძრავიდან მომავალი გრძელი ლილვი აბრუნებდა პროპელერს წინ, მაგრამ ამ დიზაინმა, სიმძიმის  ცენტრი მნიშვნელოვნად შეცვალა. ომის  წლებში „ცის გველმა“  ბევრად მეტი მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდო, ვიდრე აშშ-ს საჰაერო ძალების ნებისმიერმა სხვა თვითმფრინავმა. საყურადღებოა, რომ ამ გამანადგურებლების უმეტესობა მოწინააღმდეგეთა თავდასხმის გამო არ აფეთქებულა - არამედ მფრინავების უმნიშვნელო შეცდომების გამო.


#6 SR 71 Blackbird

SR 71 Blackbird-ი შეიქმნა უნივერსალური სატელიტური ტექნოლოგიების ეპოქამდე. ეს იყო ამ  ტიპის პირველი გამანადგურებელი უპრეცედენტო სიჩქარით. თვითმფრინავმა შეძლო წარმოუდგენელ სიმაღლეებზე აფრენა.  ამსგავსებდნენ უცხოპლანეტელების კოსმოსურ ხომალდს. 

თუმცა, SR 71 Blackbird- ის დიზაინს სერიოზული ხარვეზები ჰქონდა. როგორც კი თვითმფრინავი 7 კილომეტრ სიმაღლეზე ადიოდა და 3300 კმ / სთ სიჩქარეს ამეტებდა, კორპუსი 400 გრადუსამდე ცხელდებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ კაბინა აზბესტით იყო იზოლირებული, მფრინავებს დაჯდომისას  ნახევარი საათის განმავლობაში მაინც უწევდათ თვითმფრინავში ყოფნა, რომ გადმოსვლისას ფეხები არ დაწვოდათ. სალონის გამჭვირვალე ფარანიც კი, 300 გრადუსამდე ცხელდებოდა.

 

#7 Convair Pogo

Grumman X23, იგივე Pogo, კლასიკური თვითმფრინავების სტანდარტებში არ ჯდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სრული აბსურდი.  თუ ყურადღებას არ მიაქცევთ მოწყობილობის ცხვირის კონუსში ჩამონტაჟებულ რეაქტიულ ძრავს, გარეგნულად, Pogo  წააგავდა ჩვეულებრივ თვითმფრინავს. აღნიშნული ძრავი Pogo-ს ვერტიკალურად აფრენის საშუალებას აძლევდა.  თვითმფრინავების უმეტესობისგან განსხვავებით, ვერტიკალური აფრენისას  Pogo-ს ცხვირი სწორ კუთხეს ქმნიდა, ისე რომ  კაბინაში მყოფი მფრინავი ასტრონავტის მსგავსად მწოლიარე მდგომარეობაში გადადიოდა. მხოლოდ ასეთი წინასწარი მომზადების შემდეგ შეეძლო Pogo-ს აფრენა.

რამდენიმე წარმატებული სატესტო ფრენა განხორციელდა, მაგრამ შორს "გაფრენა" ვერც ამ პროექტმა ვერ მოახერხა.

 

#8 McDonnell Douglas X-15

X-15 ძალიან ძველი პროექტია, რომელიც  დღემდე აუთვისებელი რჩება ავიაციის ისტორიაში. პირველად ტესტირება 1959 წელს მოხდა. X-15 საპილოტე რაკეტის სიგრძე 2 მეტრი იყო. თითოეულ მხარეს, ერთი მეტრის სიგრძის ფრთა ჰქონდა.

ტესტების სერიამ აჩვენა, რომ სარაკეტო თვითმფრინავს შეუძლია 107 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწიოს, ასე რომ, ორი დასრულებული მისია კვალიფიცირებული იქნა როგორც კოსმოსური ფრენა. როდესაც ამ პატარა თვითმფრინავმა ატმოსფეროს მკვრივი ფენები გაიარა, მისი სიჩქარე ექვსჯერ აღემატებოდა ხმის სიჩქარეს. X-15-ის გარე ფასადი  დაფარული იყო ნიკელის სპეციალური შენადნობით, რომელიც მეტეორიტებში ნაპოვნი მასალის  მსგავსი იყო. ამ შენადნობმა პლანეტის ყველაზე სწრაფ  თვითმფრინავს, ატმოსფეროში დაწვის საშუალება არ მისცა.

 

#9 Blohm und Voss BV 141

სამყაროში სიმეტრია თითქმის ყველგანაა დაცული. ინჟინერ-გამომგონლებიც  არ ეწინააღმდეგებიან ამ პრინციპებს.  ეს წესი თვითმფრინავების ძრავებსაც შეესაბამება. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს, დორნიერის გერმანელმა ინჟინრებმა შესამჩნევად გადაუხვიეს  ნორმას და შექმნეს სარეკონსტრუქციო თვითმფრინავი, რომლის კუდის სტაბილიზატორი  მხოლოდ ერთ მხარეს იყო განლაგებული, ხოლო პილოტის კაბინა,  მოპირდაპირე მხარეს.

ერთი შეხედვით,  ეს დიზაინი  ასიმეტრიულია. სალონი მდებარეობს მარჯვენა მხარეს, ხოლო დამხმარე პროპლერი მდებარეობს მარცხნივ. ფრენის დროს იქმნება ძალის მომენტი, რომელიც თვითმფრინავს შეუფერხებელ ფრენაში ეხმარება.  ამ უცნაურმა მოწყობილობამ არამარტო წარმატებით ჩააბარა გამოცდა, არამედ შემდგომში შთააგონა  სპორტული თვითმფრინავების მწარმოებლები,  რომ აპარატები მსგავსი დიზაინით შექმნათ.

 

#10 Caproni Ca.60 Noviplano

განვიხილოთ სახლი წყალზე, რომელიც თვითმფრინავთან არის "შეჯვარებული". სწორედ ეს თეორია აქვს საფუძვლად Caproni Ca.60 Noviplano-ს. ამ აპარატმა თვითმფრინავებისთვის "უცნაურობის ზღვარი" იმდენად მაღლა აწია, რომ მასთან შედარებით რიჩტოფენის „წითელი ფოკერიც“ კი ძალიან ფერმკრთალად გამოიყურებოდა. ამ თვითმფრინავის სიგრძე 23 მეტრი იყო, წონა  საკმაოდ დიდი -  26 ტონა. ეს მოძრავი და მფრინავი მოწყობილობა იმისთვის აშენდა, რომ  პირველი ტრანსატლანტიკური თვითმფრინავი გამხდარიყო ავიაციის ისტორიაში.

იმ თეორიიდან გამომდინარე, რომ საკმარისი რაოდენობის ფრთების დახმარებით  ჰაერში ყველაფრის აწევა შეიძლება, ინჟინერებმა შექმნეს აპარატი სამი ფრთით წინ, სამით შუაში, კუდის ნაცვლადაც ფრთების კიდევ ერთი, მესამე ნაკრები გამოიყენეს. ეს ურჩხული მანქანა  შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც სამმაგი ტრიპლანი.  მსგავსი რამ არც მანამდე, არც მის შემდეგ აღარ აგებულა.

აფრენა უპრობლემო იყო, მაგრამ 18 მეტრის სიმაღლეზე ასვლისთანავე, თვითმფრინავმა დაშლა დაიწყო, შემდეგ კი წყალში ჩავარდა. ორივე მფრინავი დაიღუპა. 

თვითმფრინავი შეაკეთეს, თუმცა  მოგვიანებით დაიწვა. აღნიშნული ინციდენტის დეტალები უცნობია.

 

#11 პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორის, ბესარიონ ქებურიას საფრენი აპარატი

ჩხოროწყუელმა ბესარიონ ქებურიამ 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო საფრენი აპარატი და საბურთალოს მთებთან პირველი საცდელი ფრენები ჩაატარა.

1909 წელს, ქებურიამ ჩააბარა პარიზის ლუი ბლერიოს საფერენოსნო სკოლაში და მომდევნო წელს მსოფლიოში 209-ე მფრინავი ავიატორი გახდა.

არსებობს ვერსია, რომ ბესარიონ ქებურიამ გამოცდის ჩაბარების დროს პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს.

1913 წელს, ქებურიამ გაუმჯობესებული საფრენი აპარატით, ბათუმში საჩვენებელი ფრენა მოაწყო, რაც ლამის ტრაგედიით დასრულდა. თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, მაგრამ ქებურია გადარჩა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top