COVID-19-ის საფრთხის გამო, ინდოეთის დიდი ქალაქები კარანტინში მოექცნენ, რის გამოც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა.
ინდოეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, დედაქალაქ ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 71%-ით შემცირდა.
ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა 25 მარტს გამოცხადდა. ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის ჯგუფური გავრცელების შემთხვევები ამ ეტაპზე არ აღინიშნება და საგანგებო მგდომარების გამოცხადება COVID-19-ის პრევენციას ემსახურება.