გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სახლიდან მუშაობა რთული აღმოჩნდა

ეს პერსონა

"ეS პერსონას" გამოკითხულთა 52%-სთვის სახლიდან მუშაობა რთულია, ხოლო 48%-ს დისტანციური მუშაობა ემარტივება. ამის შესახებ გამოკითხვა espersona.ge-ს ვებ-გვერდზე 7 აპრილიდან 10 აპრილამდე მიმდინარეობდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 252 პირმა მიიღო.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. დაწესებული რეგულაციების გამო, კომპანიებმა და სასწავლო დაწესებულებებმა დისტანციური მუშაობის და სწავლების გადაწყვეტილება მიიღეს.

გიმარტივდებათ თუ არა სახლიდან მუშაობა?

დიახ 49% (124)
არა 51% (130)
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top