როგორ გავმდიდრდეთ? - წარმატების 9 წესი მილიარდერი ილონ მასკისგან

ეს პერსონა

წარმატების 9 წესი 


ყველას სურს იყოს წარმატებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა უნდა გააკეთოს ამისათვის. პირველ რიგში თქვენ უნდა განსაზღვროთ ის მიზნები, რომელთა მიღწევაც გსურთ და მეორეც, ისწავლეთ მათგან, ვინც უკვე მიაღწია გარკვეულ სიმაღლეებს. ვფიქრობთ, ამაში, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი და წარმატებული ადამიანის, ილონ მასკის გამოცდილება დაგეხმარებათ.

#9 მაქსიმალურად ბევრი შრომა

ილონ მასკი ფაქტობრივად არ ისვენებს. ის  მდიდრულ ვილაში  კვირაში 80-დან 100 საათამდე მუშაობს. გამომგონებელს არ უყვარს უქმად ჯდომა და თანამშრომლებისგანაც იგივეს მოითხოვს. ცნობილია, რომ მას დრო ზოგჯერ  სადილისთვისაც არ რჩება და ხშირად მხოლოდ საუზმით კმაყოფილდება.

 

#8 ნუ ქმნი რეკლამას, შექმენი პროდუქტი
საქმიანობის დასაწყიში,  ძნელია ბაზარზე უკვე მყოფ კონკურენტებთან ჭიდილი. თქვენ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის პროდუქტი უნდა შექმნათ. დასაწყისში არ უნდა ფიქრობდეთ იმაზე, მოიტანს თუ არა ის მოგებას. ადამიანები თქვენი პროდუქტის ხარისხით ყველაზე კმაყოფილები უნდა იყვნენ.

 

 #7 ილონ მასკი Twitter–ის მომხმარებლის არცერთ  შეკითხვას უპასუხოდ არ ტოვებს
 მილიარდერს 23,7 მილიონი ხელმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში. მან თავის გვერდზე შექმნა სპეციალური ადგილი, სადაც ყოველდღე პასუხობს ყველას, ვინც მას მიმართავს. 

 

#6 იკითხეთ ბევრი წიგნი
ილონ მასკი - ბავშვობიდან ნამდვილი წიგნის ჭია იყო. როგორც თავად ამბობს, მისი საყვარელი წიგნია-  დუგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“. მილიარდერი თვლის, რომ საზოგადოებას სჭირდება განათლება, რათა  უკეთ შეძლონ როგორც საკუთარი თავის, ასევე  სხვა ადამიანების გაგება.

 

#5 ფული ყველაფერი არ არის

მასკი სხვადასხვა საქმიანობიდან მიღებულ  შემოსავალს და მის მნიშვნელობას  წინა პლანზე არ აყენებს. გამომგონებელი იმ  პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობს, რომელთა წინაშეც შეიძლება კაცობრიობა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღმოჩნდეს. ილონი ავითარებს, აშენებს და აფართოებს  კომპანიებს გლობალური მიზნით - დაეხმაროს კაცობრიობას.

 

#4 პირდაპირი კომუნიკაცია თანამშრომლებთან

ხელმძღვანელების დიდი ნაწილი პირდაპირ არ ესაუბრება თანამშრომლებს; კომუნიკაციას მოადგილეების შუამავლობით ამჯობინებენ. ილონ მასკი ფაქტობრივად გამორიცხავს ამ პრაქტიკას. უმჯობესია, პრობლემის შესახებ პირდაპირ შეიტყოთ, ვიდრე მესამე პირის მეშვეობით.

 

#3 ნუ დაკარგავთ დროს 

ხშირად შეკრებებზე ხელმძღვანელები კომპანიების მიღწევებზე საუბრობენ, თუმცა  პრობლემებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ამის გამო თანამშრომლები ძვირფას დროს კარგავენ.  რამდენიმე წლის წინ, Tesla– ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა  გაუგზავნა თავის თანამშრომლებს ელ.წერილით მითითებები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მუშაობის ეფექტურობა. ამის შემდეგ საწარმოში კრება არ ჩატარებულა.

 

 

#2 თქვენ უნდა გქონდეთ შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი, რომ  კომპანია „Tesla“– ში იმუშაოთ
პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გასაუბრებაზე  თქვენი საუბრით დამსაქმებელს დააინტერესებთ, ჩათვალეთ სამსახური გარანტირებული  გაქვთ. კარგი მეტყველება, საუბრის სწორი მიმართულებით წაყვანის უნარი, არის ის, რასაც ილონ მასკი ყველაზე მეტად აფასებს.

 

#1 რა წესები?
პირველივე გასაუბრებაზე  დამსაქმებლები კანდიდატებს ხშირად  სიტუაციურ დავალებებს აძლევენ. მასკი არ ეთანხმება მსგავს იდეოლოგიას. იგი თვლის, რომ საღი აზრი და ინსტინქტი არის ის, რაც აუცილებლად წარმატებამდე მიგვიყვანს. წესები არსებობს იმიტომ, რომ ისინი დაირღვეს!

 

წარმატებული და მდიდარი რომ გახდე, ამისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.
ილონ მასკის მაგალითი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა გრძელი და ეკლიანია. წარმატების ფასი კი შრომისმოყვარეობის პროპორციული.

ტეგები:
0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top