საიდუმლოებით მოცული 10 უძველესი გამოგონება

ეს პერსონა

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ტექნოლოგიური პროგრესითაც ვიწონებთ თავს, არსებობს ბევრი  გამოგონება, რომელიც  საიდუმლოებით მოცული რჩება.

 

#1 მომაკვდინებელი ბერძნული ცეცხლი

მეცნიერები და ისტორიკოსები დღემდე ვერ გარკვეულან, როგორ მზადდებოდა მე-7 საუკუნეში ე.წ. ბერძნული ცეცხლი - ცეცხლგამჩენი ნაზავი, რომელსაც ბიზანტიის იმპერიაში აქტიურად იყენებდნენ საზღვაო ბრძოლების დროს. ბიზანტიის იმპერია ბერძნული ცეცხლის ინგრედიენტებს, როგორც ოჯახურ საიდუმლოებას, ისე ინახავდა. როგორც ცნობილია,  ეს ნივთიერება წყალში მოხვედრის შემდეგაც აგრძელებდა წვას. არსებობს რამდენიმე ვერსია ცეცხლის სავარაუდო ინგრედიენტების შესახებ, თუმცა ზუსტი შემადგენლობა დღემდე საიდუმლოდ რჩება.

 

#2 დამასკოური ფოლადის საიდუმლო რეცეპტი გამოცანად რჩება

ჯვაროსნული ომებიდან დაბრუნებული ევროპელი ჯარისკაცები შეშფოთებულები საუბრობდნენ მაჰმადიანი მებრძოლების ხმლებზე, რომლებსაც შეეძლოთ ცხვირსახოცის დაჭრა და 90 გრადუსზე მოღუნვა ისე, რომ ამოღებისას არ ზიანდებოდა. ისინი სწორედ დამასკური ფოლადისგან დამზადებულ ხმლებზე საუბრობდნენ, რომელთა შექმნის რეცეპტი ჯერ კიდევ უცნობია.

ვარაუდობენ, რომ ხმლის დანის პირები „სადნობი ქვის ფოლადისგან“ შედგებოდა, რომელიც იქმნებოდა რკინისა და მცენარეული ნივთიერების ნაზავით. ასევე  უცნობია „სადნობი ქვის ფოლადის“ ბუნება.

 

#3 ვოინიჩის ხელნაწერი ჯერ კიდევ ვერ გაუშიფრავთ

ვოინიჩის ხელნაწერს,  მსოფლიოს ყველაზე იდუმალ წიგნს, ტყუილად არ უწოდებენ. იგი უცნობმა პირმა მე-15 საუკუნის ცენტრალურ ევროპაში შექმნა. შედგება გაურკვეველი, სრულიად უცხო ენაზე დაწერილი 240 გვერდისგან, რომელსაც თან ახლავს  ათასობით ილუსტრაცია. დღემდე  არავინ იცის, თუ რა წერია, რას ეხება ტექსტი. საიდუმლოებით მოცული წიგნი 1912 წელს,  პოლონელი  მოვაჭრის, ვილფრიდ ვოინიჩის ხელში ჩავარდა. წიგნს სწორედ მისი სახელი შემორჩა.

 

#4 ანტიკითერას მექანიზმი 

განსხვავებით რომაული დოდეკაედრისგან, მეცნიერებს უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ, თუ რას ემსახურებოდა ე.წ. ანტიკითერას მექანიზმი. მოწყობილობა ზღვის ფსკერზე, 1901 წელს აღმოაჩინეს. შექმნის სავარაუდო თარიღი, ძვ. წ. მე-2 საუკუნეა.

Nature-ის 2006 წლის სტატიის მიხედვით, ის „აღრიცხავდა და აჩვენებდა ციდან მიღებულ ინფორმაციას, კერძოდ, მთვარის ფაზებსა და მთვარე-მზისიერ კალენდარს". მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ვინ შექმნა მოწყობილობა და რისთვის იყენებდნენ. ასევე გაურკვეველია, თუ რატომაა  ტექნიკურად ბევრად უფრო რთული, ვიდრე მომდევნო ათასწლეულის სხვა მოწყობილობები.

Nature-ს სტატიას მოჰყვა ვარაუდები „დროის მანქანისა“ და „უძველესი უცხოპლანეტელების“ შესახებ. თუმცა, ბრიან დანინგის მტკიცებით,  მსგავს ტექნოლოგიას 2.500 წლის წინ იყენებდნენ.

 

#5 რომაული დოდეკაედრი, შესაძლოა, უბრალო შანდალი აღმოჩნდეს

ჯერ კიდევ არავინ იცის, თუ რას წარმოადგენს ეს ბრინჯაოს ობიექტი. შესაძლოა, მას იყენებდნენ სახლის დეკორაციად. ათობით  დოდეკაედრი, ზომით 4-დან 11 სანტიმედრამდე, მთელი ევროპის გარშემო იპოვეს, თუმცა მათ შესახებ ძველი რომაელები არაფერს არ წერდნენ.

 

#6 ჩან ჰენის სეისმოსკოპს მიწისვძრის გამოვლენა შეეძლო

 ეს ოქროსფერი ხელსაწყო, რომელიც რუსული ჩაის დასაყენებელ მოწყობილობას წააგავს, ძვ.წ. დაახლოებით 132 წელს, ჩინელმა გეოგრაფმა  ჩან ჰენმა შექმნა. ხელსაწყო შემდეგნაირად მუშაობდა: მიწისძვრის დროს, დრაკონების თავში ჩამაგრებული ერთ-ერთი ბურთულა , რომელიც კომპასის კონკრეტულ მიმართულებას განასახიერებდა, მოწყობილობიდან ვარდებოდა. ეს მიუთითებდა მიწისძვრის მიმართულებაზე. ამტკიცებენ, რომ ხელსაწყომ  დაადგინა დაახლოებით 650 კილომეტრის დაშორებით მომხდარი მიწისძვრა, რომელიც არ იგრძნობოდა უშუალოდ იქ, სადაც სეისმოსკოპი იყო დაყენებული. ჯერ კიდევ უცნობია, რა იყო მოთავსებული ამ მოწყობილობის შიგნით.

 

#7  უცნობია, როგორ ამზადებდნენ ვიკინგები ულფბერტის ხმლებს

სავარაუდოდ, ვიკინგებსა და დამასკური ფოლადის გამომგონებლებს საერთო საიდუმლო ჰქონდათ, იმიტომ რომ ასევე უცნობია, როგორ მზადდებოდა ლეგენდარული ულფბერტის ხმლები. როდესაც  არქეოლოგებმა ხმლებს მიაგნეს, დადგინდა, რომ  მომდევნო 800 წლის განმავლობაში ასეთი სუფთა ლითონის შექმნის ტექნოლოგია გამოგონილი არ იყო.

2014 წელს ვიკინგების მე-9 საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს, რომელსაც მაჰმადიანური წარწერა : „ალაჰისთვის/ალაჰს“ ამშვენებდა. მეცნიერებისთვის ეს, შესაძლოა, პატარა მინიშნებაც აღმოჩნდეს.

 

#8 მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რატომ არ ჟანგდება დელის რკინის სვეტი

დელის ცნობილი სვეტი 1600 წელზე მეტია, რაც ქალაქს ამშვენებს. აგებულების ჟანგისადმი მდგრადობაზე ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ამას დელის რბილ კლიმატს უნდა ვუმადლოდეთ. მეორე ვერსიის თანახმად კი,  აღნიშნული სვეტში შემავალი ფოსფორის დამსახურებაა, ასევე იმისაც, რომ რკინის შემდაგენლობაში არაა დამატებული გოგირდი და მანგანუმი.

 

#9 ფესტოსის დისკო

ფესტოსის დისკო 1908 წელს კუნძულ კრეტაზე აღმოაჩინეს და  ძვ. წ 1700 წლით თარიღდება. დაახლოებით 15-სანტიმეტრიანი დიამეტრის ფირფიტა შეიცავს 45 სიმბოლოსგან შექმნილ 241 „სიტყვას“, რომლებიც სპირალურადაა მოთავსებული. დისკო, შეიძლება, მოიცავდეს ძველი ჰიმნისა თუ ლოცვის ნაწერს, ან შეიძლება იყოს საბეჭდი მანქანის წინამორბედი.

 

#10 გაურკვეველია, რისთვის იყენებდნენ კოსტა-რიკის უზარმაზარ ბურთებს

სავარაუდოდ, ერასდროს  გავიგებთ, რისთვის იყენებდნენ ადგილობრივები ამ უზარმაზარ ქვის ბურთებს, რომლებიც დათარიღებულია ძვ. წ 200-დან ჩვ.წ. 800 წლებით. ქვები დამზადებულია გაბროსგან, კირქვისგან ან ქვიშაქვისაგან.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top