არასდროს დამუხტოთ სმარტფონი 100%-მდე - 13 რჩევა

ეს პერსონა

ტექნოლოგიების ეპოქაში, მობილური ტელეფონი ადამიანის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმისთვის, რომ ამ ჭკვიანმა მოწყობილობებმა სათანადოდ იმუშაოს, მფლობელს დიდი ყურადღება მოეთხოვება. 

 "ეს პერსონა" ტელეფონის დიდხანს და ეფექტურად მუშაობისთვის 15 რჩევას  გთავაზობთ.

 

1. წაშალეთ ძველი პროგრამები

თუ შეამჩნევთ, რომ აღარ იყენებთ კონკრეტულ პროგრამას, აუცილებლად წაშალეთ. ამით  გაათავისუფლებთ ადგილს და დააჩქარებთ ტელეფონის მუშაობას. აგრეთვე სასარგებლოა იმის ცოდნა,  თუ რომელი პროგრამები იკავებს ყველაზე მეტ ადგილს თქვენ სმარტფონში.

2. გამოიყენეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი

ამ ფუნქციის გააქტიურებისას ტელეფონი უფრო სწრაფად დაიმუხტება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სმარტფონი უფრო ნელა იმუშავებს. 

3. ერიდეთ ტელეფონის ჯიბეში შენახვას

ტელეფონს ჯიბით  ყველა ჩვენგანი ვატარებთ. როგორც აღმოჩდა, ამან მოწყობილობის ბატარეაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ჯიბეში შეიძლება  მტვერი ან სხვა მცირე ნაწილაკები იყოს, რომლებიც დამუხტვის პორტში შეღწევას შეძლებენ, ეს კი გაართულებს  აპარატის დამუხტვას. 

4. სწორად გაწმინდეთ ტელეფონი

მობილური-ტელეფონის გასაწმენდად არ გამოიყენოთ სველი ტილო, ალკოჰოლი ან სხვა სითხე. ეკრანის და უკანა პანელის გასუფთავება უმჯობესია მშრალი ბამბის ქსოვილით.

5. შეარჩიეთ სათანადო პროგრამები
 

ტელეფონის მწარმოებლები პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას ორი თაობისთვის გვთავაზობენ. თუ თქვენი ტელეფონი უფრო ძველია, ვიდრე პროგრამა, აპარატი  სათანადოდ ვერ იმუშავებს. 

6. დროდადრო გამორთეთ ტელეფონი

ექ­სპერ­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც გა­მოვ­რთოთ სმარტფონი, იმისთვის, რომ ბატარეამ უკეთ იმუშაოს. 

7. ნუ დამუხტავთ ტელეფონს ბოლომდე 

თუ მობილურს 100 პროცენტამდე მუხტავთ, ეს ისევ და ისევ ბატარეას შეუქმნის პრობლემებს.  ბატარეების უმეტესობა  დამზადებულია — ლითიუმისგან. როგორც აღმოჩნდა  ეს უშვიათესი ელემენტი ყველაზე კარგად "გრძნობს ", როდესაც სმარტფონს 30-დან 50 პროცენტამდე მუხტავთ. 

8. როდესაც სმარტფონი სრულად დაიტენება, გამორთეთ დენის წყაროდან
 

თუკი ბოლომდე დამუხტულ ტელეფონს დენის წყაროში შეერთებულს დატოვებთ, მარტივად, რომ ვთქვათ ბატარეას "დასტრესავთ". ეს ქმედება გარკვეული პერიოდის შემდეგ,  მნიშვნელოვნად დააზიანებს თქვენ სმარტფონს. 

9. დამუხტვის პროცესში ტელეფონს თავი დაანებეთ!

წარმოიდგინეთ რომ დამუხტვა სმარტფონისთვის დიდი ხნის ნანატრი ძილია. თუ გააგრძელებთ აპარატის  გამოყენებას, ნელა დაიტენება, შემდეგ კი სწრაფად დაიცლება.

10. ტელეფონს არ უყვარს მკვეთრი ტემპერატურა

მკვეთრად მა­ღა­ლი, ან  დაბალი ტემ­პე­რა­ტუ­რა სმარ­ტფო­ნის ელე­მენტზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთ დროს სასურველია ტელეფონი შესაბამის ბუდეში იყოს მოთავსებული და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენოთ. 

11. დაიცავით მობილური-ტელეფონი
 

სმარტფონი დავარდნისას არამხოლოდ ვიზუალურად ზიანდება, არამედ შესაძლოა დაზიანდეს  ეკრანი, სენსორი, დედა დაფა და სხვადასხა ელ. კომპონენტები. არ დაინანოთ თანხა ე.წ. დამცავი ჯავშნისთვის. 

12. რჩევა მოგზაურთათვის: გამორთეთ გეო-ლოკაცია
 

ეს რჩევა განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც ხშირად მოგზაურობს. ქვეყნის საზღვრებს გარეთ სმარტფონის ბევრი აპლიკაცია ადგილმდებარეობის გასაკონტროლებლად აქტიურდება და ითხოვს ნებართვას.  ეს ძალიან ტვირთავს ბატარეას. უმჯობესია უბრალოდ გამორთოთ.

13. შეეცადეთ ნაკლებად უყუროთ ეკრანს

მკვლევარების დაკვირვებით, საშუალოდ, ადამიანი დღეში 150-ჯერ უყურებს ტელეფონის ეკრანს. ეკრანის თითეოეული გააქტიურება ბატარეას ცლის.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top