პოდიუმი სახლიდან ნაგვის ურნამდე - ავსტრალიელებმა ნაგვის გატანის პროცესი ნამდვილ წარმოდგენად აქციეს

ეს პერსონა

"Trash-პოდიუმი" სახლიდან ნაგვის ურნამდე 


თუ მკაცრად იცავთ კარანტინის წესებს, სავარაუდოდ, სახლს მაშინ ტოვებთ, როცა განსაკუთრებული საჭიროება დგას. კორონავირუსის გამო შეწყვეტილია ყველა ღონისძიება, ამიტომ გასართობად ვერსად  გახვალთ. თუმცა, ავსტრალიელებმა გამოსავალი იპოვეს. სახლიდან  ნაგვის გატანის დროს,  როცა მათ მეტ-ნაკლებად გასეირნების საშუალება ეძლევათ,  განსაკუთრებული რუდუნებით ემზადებიან  და არ თაკილობენ ყველაზე გიჟურ ჩაცმულობასაც.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ქუინსლენდის მკვიდრმა დანიელა ესკიუმ,  მეგობარი გამოიწვია და მოუწოდა ნაგვის გატანისას ყველაზე მოდური ტანსაცმელი ჩაეცვა. შედეგით აღფრთოვანებულმა დანიელამ, "ფეისბუკის" ჯგუფი შექმნა, სადაც ათასობით ადამიანი ამ გამოწვევაში ჩართო. ამჟამად, ჯგუფში 220.000 წევრია თავმოყრილი სადაც,  ადამიანები  „პოდიუმიდან“ ყველაზე შთამბეჭდავ ფოტოებს აზიარებენ. 

#1 მომენტი, როდესაც კარანტინის დროს ვერსად გადიხარ და უეცრად საუკეთესო კაბის ჩაცმის საშუალება მოგეცა

 

#2 Make America Great Again

 

#3 ოკეანის მონატრება

 

#4 პანდემიამ და კარანტინმა არა მარტო ჰაერი გაწმინდა, არამედ დინოზავრებიც "გააცოცხლა"

 

#5 ამ წყვილს, ოქროს ქორწილის გადაღება, რიგი მიზეზების გამო, ნაგვის ურნებთან მოუწია

 

#6 ვიღაცისთვის შთაგონების წყარო Disney-სა და Pixar-ის მულტფილმები გახდა...

 

#7 ზოგისთვის კი - სტივენ კინგი

 

#8 მალეფისენტასა და რკინის კაცისთვის, რთული დღეები დადგა

 

#9 ამ მამაკაცს,  შამპუნის რეკლამაში გადავიღებდით... თუმცა, არა - ნაგვის ურნაში

 

#10 ძალიან რთულია, კარანტინის დროს ჭკუიდან არ შეიშალო

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top