COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 266-მდე გაიზარდა
მათგან 67 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4872 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 453.
ამასთან, გასულ კვირას, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქე გადმოიყვანეს.