ფიტნესი კოსმოსში - როგორ ვარჯიშობენ NASA-ს ასტრონავტები [ფოტო/ვიდეო]

ეს პერსონა

 

კორონავირუსის საფრთხის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი სახლიდან არ გადის. სტრესის დასაძლევად  ადამიანები ხშირად ვარჯიშს მიმართავენ. ამ მხრივ,  ალბათ, საინტერესოა ასტრონავტების გამოცდილება, რომლებსაც  დედამიწასთან რამდენიმეთვიანი განშორებისა და იზოლაციის პრაქტიკა აქვთ.

NASA-ის ასტრონავტებმა გააზიარეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობენ დედამიწიდან 420 კილომეტრით ზემოთ, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე. ასტრონავტმა ჯესიკა მეირმა საჯარო „ტური“ მოაწყო, რომლის ფარგლებში აჩვენა თვითნაკეთი სავარჯიშო მოწყობილობები, მაგალითად ვაკუუმის სისტემა, რომელიც თავისუფალი წონითი ვარჯიშების მსგავსია; სარბენი ბილიკი ელასტიური ბაწრებით, ასევე სტაციონარული ველოსიპედი სკამისა და საჭის გარეშე.

როგორც მეირმა თქვა, „კვლევებმა აჩვენეს, რომ ვარჯიში აუცილებელია თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ასევე თქვენი მენტალური კეთილდღეობისთვისაც“.

 

კოსმოსში ვარჯიში ცალკე გამოწვევაა, მაგრამ,  ასტრონავტებმა  ფიზიკური აქტივობის გარეშე, შესაძლოა  კუნთოვანი მასის 15% დაკარგონ.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე დაყენებულია რეზისტული სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც, მეიერის თქმით,  ერთგვარი ტრენაჟორია. იგი იყენებს  ორ უზარმაზარ ვაკუუმის მილს წინააღმდეგობის შესაქმნელად, ასევე  დგუშსა და მქნევარა სისტემას თავისუფალი წონით ვარჯიშების სიმულირებისთვის. ცნობისთვის, ჩვეული გრავიტაციის პირობებში, ასეთი ვარჯიშების დროს, ყველა ძირითადი კუნთია ჩართული. ასტრონავტების თქმით, სადგურზე მოწყობილი სისტემის გამოყენებით, ისინი ისეთივე შედეგს იღებენ, როგორც თავისუფალი წონით ვარჯიშების შემდეგ.

NASA-ს განმარტებით, რეზისტული სავარჯიშო მოწყობილობა ეხმარება ასტრონავტებს არა მხოლოდ კუნთოვანი მასისა და სიძლიერის შესანარჩუნებლად, არამედ აუმჯობესებს მათ გამძლეობას ისეთი რთული ფიზიკური ამოცანების დროს, როგორიცაა კოსმოსში სიარული.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაჯანსაღებლად, ასტრონავტებისთვის განკუთვნილია პატარა სარბენი ბილიკი და სტაციონარული ველოსიპედი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმ ტრენაჟორებისგან, რომლებსაც სავარჯიშო დარბაზებში ვხვდებით.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სარბენი ბილიკი ისეა დაპროექტებული, რომ ასტრონავტებმა შეძლონ გარბენა მოწყობილობის ვიბრირების გარეშე. ასტორნავტები მიკროგრავიტაციის პირობებში, სპეციალური  ელასტიური ბაწრების დახმარებით "დარბიან".

NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა სკოტ კელიმ,  ადამიანებს ურჩია, რომ  სანამ გარეთ გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ, მისდიონ გრაფიკს, დაკავდნენ ჰობით, აწარმოონ დღიური, უყურონ სერიალებს და კარგადაც გამოიძინონ.

„არაა საჭირო ასტრონავტებივით ყოველდღე საათობით ვარჯიში. თუმცა, გარკვეული მოძრაობების შესრულება თქვენი საკარანტინო განრიგის ნაწილი უნდა გახდეს (უბრალოდ 30 სანტიმეტრით მოშორდით დანარჩენებს)“, - თქვა კელიმ.

ამ ასტრონავტმა  520 დღე კოსმოსურ სადგურზე გაატარა,  ყველაზე გრძელი მისია კი 340 დღე გაგრძელდა.  კელიმ აღნიშნა, რომ მას ყველაზე მეტად ბუნება ენატრებოდა.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top