ნაკრძალები და ზოოპარკები, რომელთა დათვალიერებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ

ეს პერსონა

"ეწვიეთ" მსოფლიოს ზოოპარკებს და ნაკრძალებს, სახლიდან გაუსვლელად


კარანტინის გამო, ბევრმა  გასართობმა დაწესებულებამ  ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. მათ შორისაა ზოოპარკები და ნაკრძალები. გასახალისებლად, რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.
 

#1 სან დიეგოს ზოოპარკი

სან-დიეგოს ზოოპარკის საიტზე შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ სპილოებს, მაიმუნებს, პინგვინებს, თეთრ დათვებს, ვეფხვებს, კოალებსა და ზოოპარკის სხვა  ბინადრებს. San Diego Zoo Global-ს ეკუთვნის ზოოპარკი და საფარი-პარკი. გარდა ამისა, ორგანიზაცია დაკავებულია გარემოს დაცვითი საქმიანობით.


#2 მონტერეი-ბეის ოკეანარიუმი

კალიფორნიის ოკეანარიუმი, რომელიც ქალაქ მონტერეიში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან მდებარეობს, მაყურებელს უამრავ ლაივ-ჩართვებს სთავაზობს.  თუ პირდაპირ ეთერს ვერ მიუსწარით, საიტზე ძველ ჩანაწერებსაც მიაგნებთ.


#3 ცინცინატის ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი

ზოოპარკის მთავარი ვარკვლავი - ბეჰემოთი ფიონაა. მისი და სხვა ცხოველების ხილვა, ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ. ძველი ჩანაწერების ნახვას მოახერხებთ როგორც ზოოპარკის "ფეისბუკ" გვერდზე, ასევე, იუთუბ არხის სპეციალურ ფლეილისტში.

 

#4  სიდნეის აკვარიუმი

ყოველ კვირას, დაწესებულების ადმინისტრაცია "ფეისბუქზე" აკვარიუმის თითო ბინადარს პირდაპირ ეთერში აჩვენებს.

 

#5 სმითსონის ეროვნული ზოოლოგიური პარკი

აღნიშნული ზოოპარკი სმითსონის ინსტიტუტს ეკუთვნის. აქაც შეგიძლიათ ირდაპირი ეთერით თვალი ადევნოთ  დიდ პანდებს, ლომებს,  სპილოებს და  "შიშველ მიწის მთხრელსაც" კი .

 

#6 დუბლინის ზოოპარკი

დუბლინის ზოოპარკი, მსურველს  სამი სახის პირდაპირ ეთერს სთავაზობს. იქ ნახავთ სპილოებს, პინგვინებს, აფრიკული საფარის მკვიდრ ცხოველებს: ჟირაფებს, ზებრებს, მარტორქას, ფარშევანგს, ასევე ანტილოპების,  ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობას, რომელიც ველურ ბუნებაში აღარ ბინადრობს.

 

#7 ვიქტორიას ზოოპარკები

ავსტრალიის ბუნების დაცვის ორგანიზაციაში სამი ზოოპარკი შედის. მათ საიტზე ბევრი საინტერესო ცხოველის ნახვას შეძლებთ.

 

#8 ვანკუვერის აკვარიუმი

ვანკუვერის აკვარიუმის საიტზე  შეგიძლიათ, ნახოთ ზღვის წავები, მედუზები და პინგვინები. წავებზე დაკვირვება წყლისქვეშა კამერის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

#9 მოსკოვის ზოოპარკი

მოსკოვის ზოოპარკის საიტზე პირდაპირი ეთერით ჯერჯერობით მხოლოდ პანდების ნახვაა შესაძლებელი, თუმცა იგეგმება სხვა პრიმატების ჩართვაც.

 

#10 ჯორჯიის ოკეანარიუმი

საიტზე  ნახავთ, კალიფორნიულ ზღვის ლომებს, თეთრ ვეშაპს, პოლარულ ცულთავასა და ოკეანარიუმის სხვა ბინადრებს.

 

#11 ჰიუსტონის ზოოპარკი

ტეხასური ზოოპარკის პირდაპირი ეთერით,  ჟირაფების, მაიმუნების, სპილოების და  მარტორქების გარდა, ფლამინგოებსა და ჭიანჭვეელების კოლონების ნახვას შეძლებთ.

 

#12 ჯუმას ნაკრძალი

სამხრეთ აფრიკის კერძო ნაკრძალის დათვალიერება პირდაპირ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

 

#13 კამბრიის ველურ ცხოველთა დაცვის ფონდი

ინგლისურ საგრაფოში მდებარე ფონდი, სხვადასხვა ლოკაციიდან ლაივ-ვიდეოებს რთავს, სადაც იხილავთ მაჩვებს, შაკებს, გრძელდინგა სელაპებს და სხვებს.

 

#14 ხანშიშესულ ძაღლთა თავშესაფარი

ამერიკის ხანშიშესულ ძაღლთა თავშესაფრიდან ლაივის ნახვას,  აქ მოახერხებთ. გარდა ამისა, ძველი ვიდეოების დათვალიერებაც შეგიძლიათ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top