ტრაგედია რომელიც მსოფლიოს დღემდე ახსოვს - "ტიტანიკის" ჩაძირვიდან 108 წელი გავიდა

ეს პერსონა

1912 წლის 14-15 აპრილის ღამეს, ოლიმპიკის კლასის ლაინერმა, “ტიტანიკმა" ჩრდილო ატლანტიკური ოკეანეში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის  სამხრეთ-აღმოსავლეთით კატასტროფა განიცადა.

ტრაგედია დატრიალდა "ტიტანიკის" საუთჰემპტონიდან გამოსვლის მეხუთე დღის ბოლოს. ლაინერს ნიუ-იორკისაკენ ჰქონდა გეზი აღებული. იმ დროის ყველაზე დიდი გემი, რომლის ბორტზეც 2208 ადამიანი იმყოფებოდა,14 აპრილს, 23:40 საათზე, თავისი პირველი მოგზაურობის დროს,  გვერდულად შეეჯახა აისბერგს და სერიოზულად დაზიანდა. 2 საათის და 40 წუთის შემდეგ - 15 აპრილის 2:20 საათზე, იგი ჩაიძირა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, კატასტროფის შედეგად დაიღუპა 1495-დან 1635 ადამიანამდე. 1987 წლის დეკემბრამდე, სანამ ფილიპინური ბორანი „Doña Pas“ ჩაიძირებოდა, "ტიტანიკის" დაღუპვა, ზღვაზე ყველაზე დიდ უბედურებად ითვლებოდა, მსხვერპლთა რაოდენობის მხრივ. არაფორმალურად, ეს იყო XX საუკუნის ყველაზე ცნობილი კატასტროფა.

14 აპრილს "ტიტანიკმა"ირ   გაფრთხილება 7 სხვადასხვა გემისგან მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, სვლას თითქმის მაქსიმალური სიჩქარით განაგრძობდა. როდესაც ყინულის მთა დააფიქსირეს, ლაინერმა ვერ შეძლო გეზის სწრაფად შეცვლა.
გემის მარჯვენა მხარე აისბერგის წყალქვეშა ნაწილს შეეხო. შეჯახების შედეგად  „წყლის ხაზის“ ქვეშ რამდენიმე დიდი ხვრელი გაჩნდა. "ტიტანიკის" ფსკერი დაიყო 16 ნაწილად, წინა ხუთმა ნაწილმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. გემმა ნელ-ნელა ჩაძირვა დაიწყო.

შუაღამის შემდეგ, კაპიტანმა ედუარდ სმიტმა ბრძანება გასცა ევაკუაციის დასაწყებად, გემიდან გადაიცემოდა სამაშველო სიგნალები და ახლომდებარე გემების ყურადღების მისაპყრობად გაშვებული იქნა ცეცხლოვანი მაშხალები.  .

ევაკუაცია ცუდად იყო ორგანიზებული, გემის ეკიპაჟი არ იყო მომზადებული საგანგებო სიტუაციისთვის. სამაშველო ნავებს წყალში ნახევრად ცარიელს უშვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანებისთვის ნავებში ადგილები ისედაც არ იყო საკმარისი.

„ტიტანიკის" მთლიანად ჩაძირვიდან საათნახევრის შემდეგ გემი „კარპატია“ მივიდა ტრაგედიის ადგილზე და გადარჩენილები ბორტზე აიყვანა. ჩაძირული ლაინერიდან გადარჩა 712 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი.  ადამიანების უმეტესობა დაიღუპა ჰიპოთერმიით, რადგან ოკეანის წყლის ტემპერატურა  2°С იყო.  

კატასტროფამ ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. 1914 წელს გემის ჩაძირვის შემდეგ მიღებულ იქნა საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ.

"ეS პერსონა" წარმოგიდგენთ უნიკალურ კადრებს და ფაქტებს, რომლებიც "ტიტანიკის" შესახებ თქვენს ცოდნას უფრო მეტად გააღრმავებს.


#1 ტიტანიკი ტოვებს საუთჰემპტონის პორტს. ჩაძირვამდე გემი ორ პორტში გაჩერდა. ესენია - ჩერბურგი (საფრანგეთი) და კობი (ირლანდია)


#2 გემის ეკიპაჟი 885 წევრისგან შედგებოდა, მათგან 23 ქალი იყო


#3 ჯონ იაკობ ასტორ IV ბორტზე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, 85 მილიონი აშშ დოლარის ქონებით


#4 ასე გამოიყურებოდა ტიტანიკის ბილეთი


#5 მილვინა დინი 2 თვის იყო ტიტანიკის ჩაძირვისას. ის უკანასკნელი აღმოჩნდა, ვინც ტიტანიკის მგზავრებისგან გარდაიცვალა 2009 წლის 31 მაისს


#6 უილიამ მაკმასტერ მერდოკი იყო პირველი ოფიცერი, ვინც აისბერგი შენიშნა. ფოტოზე გამოსახულია მერდოკის ფოტო და მისი როლის შემსრულებელი ფილმ "ტიტანიკიდან"


#7 კაპიტან ედუარდ სმიტის ბოლო სიტყვები იყო: "აბა, ბიჭებო, თქვენ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და ეს კარგად გააკეთეთ. მეტს არაფერს მოგთხოვთ. გათავისუფლებთ. თქვენ იცით ზღვის წესები. ღმერთმა დაგლოცოთ”


#8 "ტიტანიკს" 10 გემბანი ჰქონდა. ფოტოზე რეკონსტრუირებული კიბეები კი მუხისგან იყო დამზადებული


#9 ლონდონის სასტუმრო The Ritz-ის ინტერიერი გახდა გემის შემქმნელების ინსპირაციის წყარო. გემს ჰქონდა სპორტული დარბაზი, აუზი და თურქული აბანო.


#10 სპეციალისტებმა აღადგინეს "ტიტანიკის" პირველი კლასის საცხოვრებელი ოთახები. ისინი დაახლოებით ასე გამოიყურებოდნენ


#11 გემს არაერთი რესტორანი ჰქონდა




#12 "ტიტანიკის" მგზავრებისთვის გამოყოფილი იყო სივრცე აზარტული თამაშებისთვის


#13 ფოტოზე გამოსახულია "კარპატიას" გემბანი, რომელიც პირველი მივიდა კატასტროფის ადგილზე


 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top