იდუმალებით მოცული აშშ-ის ეროვნული პარკი, საიდანაც ასობით ადამიანი გაუჩინარდა

ეს პერსონა

აშშ-ის ეროვნული პარკიდან 1000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა


აშშ-ის ეროვნული პარკის შესახებ  ცოტა ხანი არაა, რაც  სკანდალური ცნობები ვრცელდება. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამ ადგილიდან  1000-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა. კითხვაზე - სად გაქრნენ ეს ადამიანები, სამართალდამცველებს პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა ფაქტი ერთია -  პარკის ადმინისტრაცია ადამიანების გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციას ხშირად მიმართავს.

ადამიანთა დაკარგვის შესახებ არსებობს ბევრი ვერსია, მათ შორისა ცხოველების თავდასხმა, ამინდის გაუარესება და მწვერვალიდან ჩამოვარდნა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ზუსტი პასუხი არავინ იცის.

იყო შემთხვევები,  როდესაც ცხედრები გაუჩინარების სავარაუდო ადგილიდან, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით  იპოვეს.

რასაკვირველია, საზოგადოების დიდი ნაწილი პარანორმალურ მოვლენებზე ალაპარაკდა, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც ამ თეორიას არ იზიარებენ.

გჯერათ თუ არა იდუმალი გაუჩინარების,  მნიშვნელობა არ აქვს თუმცა, ფაქტია, რომ აშშ-ის ეროვნულ პარკიდან ადამიანები გაქრნენ. ამიტომ, სანამ სამოგზაუროდ ჩანთას გაამზადებთ, დაფიქრდით სად აპირებთ წასვლას.


#1


#2


#3


#4


#5

0
0
5
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top