ეგვიპტის უძველესი კატაკომბები აღადგინეს - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

კაცობრიობის უძველესი მემკვიდრეობა საოცარი არტეფაქტებით მუდმივად გვაოცებს. ძველი ეგვიპტური კატაკომბები, რომლებიც ალექსანდრიაში საუკუნეზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, წარმატებით აღადგინეს. ნაგებობების  სიდიადე და მასშტაბები ნამდვილად შთამბეჭდავია.

წყალდიდობის დროს დაზიანებული უძველესი კატაკომბების რესტავრაცია აშშ-ს  მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. 

ამასთან, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ დაასრულა დასავლეთ ალექსანდრიაში მდებარე კომ-ელ-შოყაფის კატაკომბების აღდგენა. აღნიშნული ნაგებობები XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს.


USAID-მა გამოყო 5,7 მილიონი აშშ დოლარი უძველესი ღირშესანიშნაობის კედლების გასაძლიერებლად. სახსრების ნაწილი დაიხარჯა უნიკალური არტეფაქტების აღდგენაზე, რომლებიც კატაკომბების შიგნით არის განლაგებული.


განსაცვიფრებელი ფოტომასალა გვიჩვენებს უძველესი ეგვიპტური და ბერძნულ-რომაული არქიტექტურული სტილის უჩვეულო ნაზავს.


კატაკომბების კედლებზე არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმისთვის,  რომ დამთვალიერებელმა თავად შეძლოს ძველი  ისტორიის საიდუმლოებებისკენ გზის გაკვლევა.


მთავარ  შესასვლელში ნახატები და ქანდაკებები კარგად არის შემონახული, მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშები  ათას ხუთას წელიწადზე მეტი ხნისაა.


ეს ფრესკა  ასახავს  მუმიფიკაციას, რომელიც ერთ–ერთი  მნიშვნელოვანი პროცესი იყო ძველ ეგვიპტურ კულტურაში.


ქვის სარკოფაგი დამთვალიერებელმა კატაკომბების აღდგენის შემდეგ, პირველად ნახა. სარკოფაგი  დეკორირებულია  სკულპტურული დეტალებით.


ოსტატურად გაკეთებული უცნობი ადამიანის ბიუსტი.  ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქანდაკება  უძველესი საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.


ძველ დროში სვეტები, ძირითადი საყრდენი ფუნქციის გარდა, შენობების დეკორაციადაც გამოიყენებოდა. გაფორმებული იყო  ორნამენტებით, სხვადასხვა სახის გამოსახულებებით და წარწერებით. 


კომ-ელ-შოქაფი ეგვიპტურიდან  ითარგმნება როგორც "თავის ქალების ხროვა“. არქეოლოგიური გათხრების დროს თიხის ნამსხვრევებისა და სხვა ჭურჭლის ფრაგმენტები იპოვეს , რომლითაც უწინ, სამარხში  საკვები და ღვინო მიჰქონდთ.


ქვის სარკოფაგზე ასახულია ბალზამირების პროცესი, რომლის დროსაც გარდაცვლილის სხეულიდან იღებდნენ გულს, ფილტვებს და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს.


სამარხის ნიშებში ქვის სარკოფაგები იყო მოთავსებული


ტრიკლინიუმი - სულების მოსახსენიებელი სატრაპეზო ადგილი. 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top