მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ეს პერსონა

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 2 012 069 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 127 493-ს აღწევს. მაღალია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან 489 795 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფექციის გავრცელებას ყველაზე დიდი მასშტაბი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 614 246 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 26 064 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჩინეთმა, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფექციის გავრცელება თითქმის შაჩერა. ქვეყანაში დაინფიცირებული 82 295 ადამიანიდან 77 816 განიკურნა, 3 342 გარდაიცვალა, ხოლო 1 137 დღემდე განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top