ამერიკის პრეზიდენტისა და კონკურს "მის სამყაროს" 19-წლიანი ისტორია

ეს პერსონა

1951 წლის 15 აპრილს, ლონდონში პირველად ჩატარდა „მის სამყაროს“ კონკურსი. ოცდაათი აქამდე ყველასთვის უცნობი კონკურსანტი გოგონა „ბიკინით“ გამოვიდა სცენაზე, რამაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. 

თავდაპირველად, ღონისძიების მხოლოდ ერთჯერადად ჩატარება იყო დაგეგმილი, მაგრამ იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მისი ყოველწლიურად ჩატარება გადაწყდა. 


1996 წლიდან კონკურის არსებობაში, ყველაზე საინტერესო და სკანდალური პერიოდი იწყება, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სახელთან არის დაკავშირებული. 1996 წელს, დონალდ ტრამპმა „მის სამყაროს“ კონკურსი 10 მლნ აშშ დოლარად იყიდა (ზოგიერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მხოლოდ 2 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა). 

ტრამპი იხსენებს, რომ კონკურსის ყიდვის პირველ წელს, ის ძალიან გაბრაზებული იყო, რადგან კონკურსის ჟიურიმ ფინალში ისეთი კონკურსანტები გადაიყვანა, რომლებიც მას პირადად არ მოსწონდა. მას შემდეგ მან კონკურსანტების საფუძვლიანი შერჩევა დაიწყო კონკურსის დაწყებამდე და მას "ტრამპის წესი" უწოდა.

ცვლილებების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფინალში ის კონკურსანტები გადიოდნენ, რომლებიც ტრამპს მოსწონდა. ხოლო ყველაზე ხშირად ლამაზმანები იმ ქვეყნებიდან იყვნენ, რომლებთანაც ტრამპს საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. მას, როგორც მფლობელს, შეეძლო თითქმის ყველაფრის კეთება. გოგოების გასახდელში შესვლა, როდესაც ისინი საცვლებში  იყვნენ, კოცნა მათი ნებართვის გარეშე. პრივატულ სადილებზე დაპატიჟება. ეს ყველაფერი ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს გაუხსენეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მას ნაკლებად აღელვებდა, რადგან  კონკურსებიდან გამომდინარე, მას არა მხოლოდ ლამაზ ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა, არამედ ძალიან სასარგებლო კონტაქტებიც დაამყარა.

ტრამპს შეეძლო გაეგრძელებინა კონკურსის გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის, მაგრამ 2015 წელს ყველაფერი შეიცვალა, რადგან ტრამპმა აქტიური საპრეზიდენტო კამპანია წამოიწყო. მან დაიწყო საუბარი მექსიკის საზღვართან  კედლის აშენების იდეაზე და ლათინური ამერიკადან ჩასულ მიგრანტებს „მოძალადეები და მკვლელები“ ​​უწოდა.

ტრამპის განცხადებებმა ესპანურენოვან ქვეყნებში სკანდალი გამოიწვია. "მის სამყაროს" კონკურსი ყველაზე პოპულარული სწორედ ამ ქვეყნებში იყო.  ტელეკომპანიებმა  NBC-მ და Univision–მა შოუს ტრანსლაცია შეწყვიტეს. ტრამპმა გააცნობიერა, რომ კონკურსს შეიძლება ფული ვეღარ მოეტანა და ამის გამო ის გაყიდა.

გარიგების თანხა არ გახმაურებულა, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისას მილიარდერის მიერ აშშ-ის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, კონკურსის ღირებულება 5-25 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

დღესდღეობით "მის სამყარო"-ს 190 ქვეყანაში აჩვენებენ, კონკურსის აუდიტორია კი დაახლოებით 500 მილიონი ადამიანია.
 

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top