ეს სიზმარი არაა - ციცინათელებით მოჭედილი მღვიმეები - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

მიწისქვეშა ზღაპრული სილამაზე 


როგორც ჩანს ახალი ზელანდია მხოლოდ მშვენიერი ბუნებითა და პეიზაჟებით არ არის მდიდარი, ამ ქვეყანაში მიწისქვეშა "სამყაროც" კი საოცარია.

ვაითომოს რაიონი ცნობილია შთამბეჭდავი მღვიმეებით.  ჯადოსნური მწერები, ციცინათელები ასხივებენ ფოსფორესცენტულ ბზინვარებას, რითაც ანათებენ მღვიმეების ბნელ სარდაფებს და თვალწარმტაც სილამაზეს ქმნიან.

ბრიტანული კომერციული ტურიზმის ფოტოგრაფი შონ ჯეფერი, ერთი წლის განმავლობაში,  მანათობელ მწერებს იღებდა.  ფოტოგრაფის თქმით, გამოქვაბულში ადამიანს უცნაური გრძნობა ეუფლება. 

"თითქოს ჯეიმს კამერონის ფილმ „ავატარი“-ში იმყოფებით" - თქვა ჯეფერმა. 

ფოტოგრაფი  ყოველდღიურად, ძალიან ცივ წყალში შტატივით ხელში იდგა და  6-8 საათის განმავლობაში ფოტოებს იღებდა. მისი თქმით, შედეგი ამად ღირდა.

 

 

3
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top