აპოკალიფსის მოლოდინში - როგორ ელოდებოდნენ სამყაროს აღსასრულს სხვადასხვა ეპოქაში

ეს პერსონა

როდის ელოდებოდა კაცობრიობა აპოკალიფსს


 

#1 რომის პაპ სილვესტერ II-ის წინასწარმეტყველება

რომის პაპმა და მეცნიერმა სილვესტერ II-მ (ერისკაცობაში ჰერბერტ დ’ორილაკმა) იწინასწარმეტყველა, რომ სამყაროს აღსასრული 1000 წლის პირველ იანვარს მოხდებოდა. მოლოდინების მიუხედავად აპოკალიფსი არ დამდგარა, მომდევნო წელს კი რომში მომხდარი აჯანყების გამო, პაპი იმპერატორთან ერთად რავენაში გაიქცა. ვატიკანში დაბრუნების შემდეგ პაპს დიდხანს არ უცოცხლია. ის 1003 წელს გარდაიცვალა.

რომის პაპის თანამედროვეთა ვარაუდით, ჰერბერტმა სამყაროს აღსასრულის თარიღი არასწორად გამოთვალა, რადგან აპოკალიფსი უნდა დამდგარიყო არა ქრისტეშობიდან, არამედ ქრისტეს სიკვდილიდან 1000 წლის თავზე, ანუ 1033 წელს.

 

#2 რომის პაპ ინოკენტი III-ის წინასწარმეტყველება

რომის პაპმა, ინოკენტი III-მ სამყაროს აღსასრული ისლამის გავრცელებას დაუკავშირა. მისი მტკიცებით, აპოკალიფსი 1284 წელს უნდა დამდგარიყო, რადგან ისლამის დაარსებიდან 666 წელი სრულდებოდა. თავად პაპმა მითითებულ დრომდე ვერ იცოცხლა.

 

#3  წინასწარმეტყველება "მხეცის ნიშანზე"

ყველაფერი, რაც 666-ს შეიცავს, ბევრ ქრისტიანში შფოთვას იწვევს. მაგალითისთვის, ბევრი ადამიანი  შეშინებული ელოდებოდა  1666 წლის მიახლოებას, რადგან თარიღი „მხეცის ნიშანს“ შეიცავდა. ინგლისში ეს შიში ლონდონის დიდმა ხანძარმა მეტად  გაამძაფრა. ხანძარი 1666 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე მძვინვარებდა.

 

#4 ტომაზო კამპანელას „მზის თეორია“

იტალიელი ფილოსოფოსის, რომაზო კამპანელას ვარაუდით, მზე დედამიწას 1603 წელს უნდა შეჯახებოდა. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი სცენარი, რომელიც ციურ სხეულების შეჯახებას ითვალისწინებდა. 

 

#5 ჰალეის კომეტა

ყველაზე ხილვადი კომეტა 74-79 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. ბოლოს, მზის შიდა სისტემაში  1986 წლის თებერვალში გამოჩნდა,  დაბრუნებას კი, 2061 წლისთვის ელოდებიან. კომეტას უკავშირებდნენ მრავალ ტრაგიკულ მოვლენას: ეპიდემიებს, მმართველთა სიკვდილს, შიმშილს და ა.შ.

ფრანგი ასტრონომი კამილ ფლამარიონმი დარწმუნებული იყო, რომ კომეტა ყველაფერს 1910 წელს გაანადგურებდა. აღნიშნული თეორია მან დეტალურად წიგნში " სამყაროს აღსასრული" გადმოსცა. ისიც უნდა ითქვას, რომ კომეტამ მართლაც ძალიან ახლოს ჩაუქროლა დედამიწას - 0.15 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (ერთი ასტრონომიული ერთეული უდრის დედამიწასა და მზის შორის არსებულ მანძილს).

 

#6 „ცის კარიბჭე“

სექტის-  „ციური კარიბჭის“ წევრებს სჯეროდათ, რომ ჰეილ-ბოპის კომეტის მოახლოება აპოკალიფსის მომასწავებელი იქნებოდა. როდესაც გაჩნდა პირველი ცნობები ჰეილ-ბოპის გამოჩენის შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომეტის კუდში უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი იმალებოდა.

მალევე სექტის წევრებმა მასობრივი თვითმკვლელობა ჩაიდინეს. 1997 წლის გაზაფხულზე, პოლიცია მდიდრულ სახლში, კალიფორნიაში, სანტა-ფეს რანჩოზე გამოიძახეს. ადგილზე სამართალდამცველებს 39 ცხედარი დახვდათ. თითოეული წევრი შავ მაისურში, შავ შარვალსა და შავ ბოტასებში იყო გამოწყობილი. ამასთან, ყველა მათგანს თავზე  პლასტიკის პარკი ჰქონდა წამოცმული, ხოლო სახესა და ზედატანს ლილისფერი თავშალი ფარავდა. არაყის და ბარბიტურატების ხსნარის მეშვეობით, „კოსმოსურმა მგზავრებმა“ „გაფრენა“ შეძლეს.

 

#7 1999-2000-იანი წლები

მეორე ათასწლეული დასასრულს, აპოკალიფსის მოყვარულებმა ფსონები დადეს თუ როდის მოეღებოდა ბოლო კაცობრიობას. ყველაზე ხშირად ალქიმიკოს ნოსტრადამუსს იხსენიებდნენ, რომელსაც საზოგადოება წინასწარმეტყველის სახელით იცნობდა.

მწერალ ალექსანდრე კაზანცევის განმარტებით, ნოსტრადამუსი ამბობდა, რომ დედამიწისა და ასტეროიდის შეჯახება, აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა მომხდარიყო.

ნოსტრადამუსის სიტყვების სხვა ინტერპრეტატორმა, ასტროლოგმა სტივენ პოლასმა კი განაცხადა, რომ 1999 წლის 23 სექტემბერს ატლანტიკაზე კომეტის ჩამოვარდნის შემდეგ გლობალური კატაკლიზმები და ბირთვული ომი დაიწყებოდა. სექტემბერში მოსალოდნელ აპოკალიფსზე იაპონური სექტა „აუმ სინრიკეც“ საუბრობდა..

არანაკლები წინასწარმეტყველება უკავშირდება 2000 წელს.

ამ წელს ელოდებოდნენ, რომ  ე.წ. „შეცდომა 2000“-სა და მასთან დაკავშირებული მსოფლიო კოლაფსის გამო, კომპიუტერები მასობრივად გამოვიდოდა მწყობრიდან. ასევე ელოდებოდნენ დედამიწისა და კომეტის „მორიგ შეჯახებას“, პლანეტების აღლუმსა და შავი ხვრელის მიერ დედამიწის "შესანსვლას".

 

#8 „შავი ხვრელის“ მოლოდინში

  დიდი ანდრონული კოლაიდერის ამოქმედებამდე ბევრი კონსპირაციული თეორია გაჟღერდა.  ამტკიცებდნენ რომ ელემენტარული ნაწილაკების დაჩქარებით „შავი ხვრელი“ წარმოიქმნებოდა, რომელიც დედამიწას გაანადგურებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ „შავი ხვრელის“ წარმოშობის იდეა ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც კომეტასთან შეჯახება, ის მაინც ბევრმა დაიჯერა. კოლაიდერის ამოქმედების თარიღის გადმოწევით კი ბევრი ხარობდა. აპოკალიფტური თეორიების მოყვარულთა მტკიცებით, კოლაიდერს უმიზეზოდ 100 მეტრის სიღმეში არ ააწყობდნენ.

საბოლოოდ, 2008 წელს კოლაიდერი წარმატებით აამოქმედეს.

 

#9 2012 წელი

ბოლო პოპულარული წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულის შესახებ, 2012 წლის 21 დეკემბერს უკავშირდებოდა. მაიას ტომის კალენდრის მიხედვით, სწორედ ამ დღეს, მე-13 ბაქტუნი (ბაქტუნს უწოდებდნენ 144.000-დღიან პერიოდს) სრულდებოდა. ტომი ამ ეპოქას „მეოთხე მზეს“ უწოდებდა, რომელიც „მეხუთე მზით“ ჩანაცვლდებოდა. ვიღაც ვაი-მეცნიერებს კი  ეპოქის დასარული, სამყაროს დასასრულში აერიათ, და ბევრი ადამიანიც შეცდომაში შეიყვანეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top