რატომ იყო პოპულარული დერმანტინით გაფორმებული კარი საბჭოთა კავშირში?

ეს პერსონა

​მათ, ვისაც სსრკ-ის და 90-იანი წლების ეპოქა ახსოვს, კარგად იცნობს საბჭოთა კარის დიზაინის კლასიკას - დერმატინის ბალიშებს. უამრავი ვარიანტი იყო, დაწყებული პრიმიტიულიდან, იაფი მასალისგან დამზადებული,  დამთავრებული შესანიშნავი ძვირადღირებული იმპორტული მასალით შემოსილი კარები. რა იყო ამ დეკორაციის პოპულარობის საიდუმლო?

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ საქმე მოდაში და გემოვნებაში იყო, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. საბჭოთა ადამიანი, პირველ რიგში, პრაქტიკული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა დანარჩენით.

დერმატინის ქვეშ, სივრცის შესავსებად პარალონი ან ბამბა იყო ჩატენილი, რაც სითბოსა და ხმაურის შესანიშნავი იზოლაციას ქმნიდა.

სსრკ-ში კარებს ცუდად აკეთებდნენ, რაც ვერ იცავდა საცხოვრებელს სიცივისა და არასასურველი ხმისგან. გარდა ამისა, თამბაქოს კვამლი ხვრელებიდან ადვილად შედიოდა საცხოვრებელ ბინაში, ხოლო მაღალსართულიან კორპუსებში ნაგვის ბუნკერიდან  კიდევ უფრო უსიამოვნო სუნი დგებოდა. დერმატინი ფარავდა ხარვეზებს და იცავდა საბჭოთა მოქალაქის მოკრძალებულ საცხოვრებელს მსგავსი "საჩუქრებისგან".

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ამშვენებდნენ ბინაში შესასვლელს დერმატინით, თავად კარის დაცვაა ვანდალებისგან.  საფარის დაწეპება ან მისი სრულად შეცვლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ხის კარების შეკეთება, ან მისი გამოცვლა.

უფრო მეტიც, შესაფუთი მასალა ხელმისაწვდომი იყო - დერმატინი იყო იაფი და არც თუ ისე დეფიციტური, და მის შესავსებად ყველაფრის გამოყენება შეიძლებოდა, დაწყებული ძველი საბნის ბამბიდან, პარალონით დამთავრებული. ფერების არჩევანი მცირე იყო. ძირითადად მუქი ფერები დომინირებდა: შავი, ლურჯი და შინდისფერი. 

ზოგჯერ შესაძლებელი იყო მდიდრულად შეფუთული კარების ნახვაც, რაც მეტყველებდა მეპატრონის შეძლებულობაზე. ის ან თანამდებობის პირი იყო, ან ხშირად უწევდა საზღვარგარეთ მოგზაურობა.

შესასვლელის  დამატებითი ხიბლის მისაღებად სხვადასხვა ხრიკებს ხმარობდნენ. თუმცა ბინის ქურდებისთვის ეს ყველაფერი ზედმეტად მიმზიდველი ხდებოდა, რადგან ისინი  კარგად ერკვეოდნენ "კარების იერარქიის" ნიუანსებში.

 

0
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top