როგორ მოვტყუვდით ბავშვობაში - სხვა თვალით დანახული "დისნეის" პერსონაჟები

ეს პერსონა

თუკი მულტფილმების პერსონაჟებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბევრი ანიმაციური გმირი, არც ისეთი დადებითი და კეთილი ყოფილა, როგორც ბავშვობაში გვეგონა...

 

#1 ლილო

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლილო საკუთარ დას ცხოვრებას, განგებ ურთულებს.

 

#2 ელვა მაქვინი

ნამდვილი ეგოისტი, რომელიც მეგობრებზე კი არა, რბოლის მოგებაზე ფიქრობდა

 

#3 ფიფქია

ჯუჯებს ქედმაღლურად ექცეოდა - არადა თავაზიანად უმასპინძლეს

 

#4 ოლაფი

სრულიად უსარგებლო პერსონაჟია, რომელმაც  Frozen 2-ის ყველა ემოციური სცენა გააფუჭა

 

#5 ვუდი

რატომ უნდა მოგვწონდეს პერსონაჟი, რომელიც სულ წუწუნებს?

 

#6 ბელი

ბელი ფაქტობრივად პირდაპირ ეუბნება თანამოქალაქეებს, რომ მათზე უკეთესია.

 

#7 პრინცი ფლორიანი 

პრინცი გმირად შერაცხეს, არადა მან უბრალოდ  უცნობ მოზარდ გოგოს აკოცა, ცხენზე შესვა და წაიყვანა.

 

#8 მერიდა

გასაგებია, რომ დედაზე გაბრაზდა (ვინ არ გაბრაზებულა?) მაგრამ, რატომ აჭამა უცნაური ნამცხვარი? 

 

#9 პრინცესა ავრორა

არაფრის მთქმელი პერსონაჟი, დიალოგებიც შესაბამისად ცოტა აქვს.


#10 არიელი

უზრდელი, (პრინცესობისთვის შეუფერებელი), ზედაპირული და ეგოისტი პერსონაჟია. სრულიად უცნობი ადამიანის გარეგნობით მოხიბლულმა, ოჯახი და მეგობრები მიატოვა.

 

#11 ანა 

ანას დამ მძიმე  ტრავმა გადაიტანა, ის კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

 

#12 სუპერ ბიძა

შუახნის ასაკის კრიზის გამო, მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო.

 

#13 მეფე აგნარი 

საკუთარი შვილი იმიტომ გამოკეტა, რომ სხვებისგან განსხვავებული მოეჩვენა.

 

#14 მეფე ტრიტონი 

გასაგებია, რომ ადამიანები არ მოსწონდა და მათგან ქალიშვილის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ის საშინელი მეწვრილმანეა. გაუგებარია, მან არიელის ძვირფასი ნივთები რატომ გაანადგურა.

 

#15 ჯონ სმიტი 

ალბათ, პოკაჰონტასს ეგზოტიკური გარეგნობის გამო მოეწონა, თორემ რაა საინტერესო ადამიანში, რომელიც მხოლოდ ხეების ჭრით არის დაკავებული?

 

#16 დისნეის მეორეხარისხოვანი კომიკური გმირები

ასეთი პერსონაჟები, მაგალითად გრძნეულები  „კუზიანი ნოტრ დამიდან“, ბევრისთვის  გამაღიზიანებლები არიან და ანიმაციის "ატმოსფეროს" ანადგურებენ.

 

 

 

6
14
4
1
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top