8 შენობა, რომელიც კორონავირუსმა ჰოსპიტლად აქცია

ეს პერსონა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 000 000-ს გადააჭარბა. პაციენტთა დიდი ნაკადის გამო, ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები გადატვირთულია, ამიტომ   სხვადასხვა ობიექტის ჰოსპიტლად გადაკეთების საჭიროება დადგა. თვალსაჩინოებისთვის,  რამდენიმე საინტერესო მაგალითს გთავაზობთ: 

 

#1 ნიუ-იორკის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური ტაძარი ჰოსპიტლად გადააკეთეს. სწორედ ტაძრის მსახურებმა შესთავაზეს მედიკოსებს, შენობა (ნეფი და მიწისქვეშა აკლდამა) პალატების მოსაწყობად გამოიყენონ.  ტაძარში დაახლოებით, 200 პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.

 

#2 IFEMA-ს საგამოფენო კომპლექსი მადრიდში

პანდემიამდე ევროპის ერთ-ერთ უდიდეს საგამოფენო კომპლექსში, სხვადასხვა სახის საერთაშორისო კონფერენციები, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და მთელი რიგი სხვა  ღონისძიებები ტარდებოდა. ამჟამად შენობაში 5500 პაციენტისთვის განკუთვნილი საწოლი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა მოთავსებული. შენობის ფართობი 250 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც საჭირო დისტანციის დაცვის საშუალებას იძლევა.

 

#3 სტადიონი „პაკაემბუ“ სან-პაულუში

პანდემიის გამო ბრაზილიაში უამრავი სპორტული ობიექტი, სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთეს. გამონაკლისი არც ლეგენდარული სტადიონი „მარაკანაა“. ადმინისტრაციამ მედიკოსებს შესთავაზა, რომ ობიექტის გარკვეული სივრცე გამოიყენონ. 

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში აღმოჩენილმა მუნიციპალურმა სტადიონმა „პაკაემბუმ“, ექიმებს ტრიბუნების ქვეშ არსებული სივრცეები და საფეხბურთო მოედანი დაუთმო. ამ ეტაპისთვის იქ 200 პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.

 

#4 ჩქაროსნული მატარებელი საფრანგეთში

საფრანგეთმა  TGV-ის ჩქაროსნული ელექტრომატარებლები მობილურ სტაციონარებად გადააკეთა. ამჟამად მატარებლებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. 

თითოეულ ვაგონი, სადაც დაახლოებით 4 პაციენტი თავსება, შესაბამისი სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.  

 

#5 ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი

ქრისტიანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია Samaritan’s Purse-მა ნიუ-იორკის ცენტრალულ პარკში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. ადგილზე 14 პალატა და 68 საწოლია განთავსებული. პაციენტებზე 70 ექიმი ზრუნავს, რომლებიც ამერიკულ კლინიკათა ქსელიდან, Mount Sinai-დან მოიწვიეს. მათ განკარგულებაშია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 10 აპარატი.

 

#6 როტერდამის საკონცერტო დარბაზი

საკონცერტო დარბაზ Ahoy-ში, სადაც ევროვიზიის წლევანდელი ფინალი უნდა შემდგარიყო, ჰოსპიტალი მოაწყვეს. დარბაზში გადაიყვანებენ იმ პაციენტებს, რომლებსაც შესაბამისი ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ მათი მდგომარეობა კრიტიკული არაა.

 აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 680 საწოლის მოთავსებაა შესაძლებელი.

 

#7 საკრუიზო ლაინერი გენუაში

 კომპანიამ, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში კრუიზების ორგანიზებითაა დაკავებული, იტალიის მთავრობას ერთ-ერთი  ლაინერის საავადმყოფოდ გადაკეთება შესთავაზა. ბორანზე საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და 500 საწოლი მოათავსეს, კაიუტებში კი, ინდივიდუალური პალატები მოაწყვეს. ასევე, შეცვალეს სავენტილაციო სისტემა, რათა თითოეულ ოთახში ფანჯარა ან ტერასა იყოს.

თუკი ეს  ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, მსგავსი დროებითი ჰოსპიტლები, იტალიის სხვა რეგიონებშიც გაჩნდება.

 

#8 ნიუ-იორკის საჩოგბურთო კორტები

 ბილი ჯინ კინგის სახელობის ჩოგბურთის ეროვნული ცენტრის კორტებზე, სადაც ყოველწლიურად დიდი შლემის ერთ-ერთი ტურნირი იმართება, დროებითი ჰოსპიტალი  მოეწყო. აქ გადაიყვანებენ პაციენტებს, რომლებიც  Covid-19-ით არ დაინფიცირებულან, მაგრამ ნიუ-იორკის საავადმყოფოების დიდი გადატვირთულობის გამო, ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურებას.

2
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top