დღეს, 21 აპრილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს 94 წელი შეუსრულდა. დედოფლის კორონაციიდან კი 68 წელი გავიდა, რა დროის განმავლობაშიც ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი 12-ჯერ შეიცვალა (მეცამეტე ბორის ჯონსონია) ხოლო, აშშ-ში პრეზიდენტი - 13-ჯერ.
მონარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, "ეS პერსონა" წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს, რომელიც ელისაბედ მეორის მმართველობის თითოეულ წელს ასახავს.
#1953 წელი
ელისაბედ მეორე ტახტზე 1952 წელს ავიდა, თუმცა გვირგვინის დადგმის ცერემონია 1953 წელს გაიმართა. ღონისძიება სატელევიზიო, ასევე რადიო მაუწყებლობის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემოდა.
#1954 წელი
დედოფალი უინსტონ ჩერჩილთან ერთად ლონდონში, ვატერლოოს სადგურზე დედას, ელიზაბედ ბოუზ-ლაიონს ელოდება, რომელიც აშშ-დან ერთთვიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა.
#1955 წელი
ელისაბედ მეორე ავტომობილით მივიდა ლონდონში, პორტუგალიის საელჩოში, სადაც პორტუგალიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ვიზიტის აღსანიშნავად, წვეულება უნდა გამართულიყო.
#1956 წელი
ელისაბედ მეორე და მისი ქმარი, პრინცი ფილიპე ნიგერიაში, ქალაქ ლაგოსის საზღვართან. დედოფლის გვერდით ობა ადენიჯი-ადილა მეორე ზის, რომლის ოჯახი 2060 წლის განმავლობაში ლაგოსს მართავდა.
#1957 წელი
გლოსტერშირის საგრაფოს სოფელ ბედმინტონში დედოფალი და მისი და, პრინცესა მარგარეტი, ცხენთა შეჯიბრს ესწრებიან.
#1958 წელი
ლონდონის ოდეონის თეატრში, ყოველწლიური სამეფო კინოფესტივალის ფარგლებში, დედოფალი ლეგენდარულ მსახიობს, ჯეინ მენსფილდს შეხვდა.
#1959 წელი
ელისაბედ მეორე, აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი, პრინცი ფილიპე, პრინცესა ანა და პრინცი ენდრიუ (შოტლანდია, ბალმორალის კოშკის ტერიტორია)
#1960 წელი
ოჯახური პორტრეტი - ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპე ბავშვებთან ერთად
#1961 წელი.
ბუკინგემის სასახლეში ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპემ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ჯონ ფ. კენედი და მისი ცოლი ჟაკლინი მიიღეს. ორი წლის შემდეგ, დედოფლამა კენედის დასაფლავებაზე მისვლა ვერ მოახერხა, რადგან პრინც ედვარდზე იყო ფეხმძიმედ.
#1962 წელი
ელისაბედ მეორე დედასთან ერთად ქალაქ ესკოტში გამართულ რბოლას ესწრება.
#1963 წელი
ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპე ესტუმრნენ ადელაიდას, (სამხრეთ ავსტრალია) სადაც სამეფო წყვილს 90 000-მდე სკოლის მოსწავლე შეეგება. ზოგიერთმა მათგანმა დედოფალთან შესახვედრად ასობით მილი გაიარა.
#1964 წელი
დედოფალი ეწვია კანადას, სადაც კვებეკის პროვონციის საკანონმდელო ორგანოს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე მიმართა.
#1965 წელი
დედოფალი ელისაბედი დიდი ბრიტანეთის მეორე პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის დაკრძალვას დაესწრო.
#1966 წელი
ელისაბედ მეორემ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თასი ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ბობი მურს გადასცა. ეს ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როცა ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
#1967 წელი
კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დედოფალმა წვიმას ელექტრონულ მატარებელში შეაფარა თავი.
#1968 წელი
სამეფო საჰაერო ძალების 50 წლის იუბილეზე, ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპე აბინგდონში მდებარე სამხედრო ბაზას ეწვივნენ.
#1969 წელი
ბუკინგემის სასახლეში დედოფალმა ასტრონავტებს: ნილ არმსტრონგს, მაიკლ კოლინსსა და ედვინ „ბაზ“ ოლდრინს უმასპინძლა.
#1970 წელი
დედოფალი აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტთან რიჩარდ ნიქსონთან, აშშ-ის პირველ ლედისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ედვარდ ჰიტთან ერთად ჩექირში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთა ქალაქგარეთა რეზიდენციაში.
აღნიშნულ ადგილს ელისაბედ მეორე მხოლოდ სამჯერ ეწვია.
#1971 წელი
ელისაბედ მეორე და იაპონიის იმპერატორი ჰიროჰიტო, ბუკინგემის სასახლის კარიბჭესთან, ღია ეტლით პროცესიას მიჰყვებიან.
#1972 წელი
ელისაბედ მეორე აზიური ტურნეს ფარგლებში მალაიზიას ესტუმრა. დედოფალი ადგილობრივ ბავშვებთან სასაუბროდ გაჩერდა.
#1973 წელი
ელისაბედ მეორე მეუღლესთან ერთად ტორონტოში, გამოფენაზე დასასწრებად ჩავიდა
#1974 წელი
ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპე მალაიზიის მეფის სადღეგრძელოს სვამენ
#1975 წელი
სამეფო კინოფესტივალის ფარგლებში ელისაბედ მეორე მსახიობ ბარბარა სტრეიზანდს შეხვდა
#1976 წელი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდიმ თეთრ სახლში ელისაბედ მეორე გამოიცეკვა.
#1977 წელი
დედოფალმა ტახტზე ასვლიდან 25 წელი - ვერცხლის იუბილე აღნიშნა. ფოტოზე ჩანს, რომ დედოფალი წმინდა პავლეს ტაძარში ცერემონიის დაწყებამდე.
#1978 წელი
ბუკინგემის სასახლეში დედოფალი თავის მცველებს, მსოფლიოს უძველეს სამხედრო კორპუსს აკვირდება.
#1979 წელი
საუდის არაბეთში, სულთანი ჰალი დედოფალ ელისაბედ II-ის ესკორტს მიყვება
#1980 წელი
დედოფალი პირველად ეწვია ვატიკანს, სადაც ის იოანე-პავლე მეორეს შეხვდა.
#1981 წელი
სანამ პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი ერთმანეთს კოცნიან, დედოფალი მათ ქორწილში მისულ 600 000 ადამიანს აკვირდება.
#1982 წელი
ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად, იოანე პავლე მეორე დიდ ბრიტანეთს პირველად ეწვია
#1983 წელი
ელისაბედ მეორემ დედა ტერეზას საპატიო ორდენი გადასცა (ნიუ დელი)
#1984 წელი
ელისაბედ II ეწვია გერმანიის ქალაქ დორტმუნდს, სადაც სამეფო ლეგიონის არტილერია მოინახულა.
#1985 წელი
დედოფალი და ლონდონის Times-ის მფლობელი რუპერტ მერდოკი გაზეთის ბეჭდვის პროცესს აკვირდებიან. ელისაბედ მეორის ვიზიტი გაზეთის 200 წლის იუბილეს უკავშირდებოდა.
#1986 წელი
ელისაბედ მეორე ჩინურ კანტონში, ამჟამინდელ გუანჯოუში ვიზიტისას.
#1987 წელი
დედოფალი დედასთან და მეუღლესთან ერთად საუდის არაბეთის მეფეს, ფაჰდს მასპინძლობს. ეს სურათი ბანკეტამდეა გადაღებული, რომელიც მეფის საპატივსაცემოდ გაიმართა.
#1988 წელი
დედოფალი ეწვია ნიდერლანდებს, ორ ქვეყანას შორის თანამეგობრობის 300 წლის იუბილის აღსანიშნავად. ამ სურათში ელისაბედ მეორე ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსთან ერთად, არნჰემ-ოოსტერბიკის საომარ სასაფლაოს ეწვია, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცები არიან დაკრძალულნი.
#1989 წელი
დედოფალი მალაიზიაში ვიზიტის დროს, სულთან სალაჰუდინ აბდულ აზიზ შაჰს შეხვდა. ელისაბედ მეორემ მეჩეთში მისვლამდე განსხვავებულად ჩაიცვა.
#1990 წელი
დედოფლის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმს სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივნიდან უყურებს.
#1991 წელი
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ელისაბედ მეორე პრინც ფილიპესთან და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსთან ერთად, ბალტიმორში, სტადიონ მემორიალის მოედანზე გავიდა.
#1992 წელი
უინძორის სასახლეში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის დიდი ნაწილი განადგურდა
#1993 წელი
დედოფალი ორ ქალიშვილს - ელისაბედ მეორესა და პრინცესა მარგარეტს შორის დგას. ფოტო გადაღებულია ლონდონში, წვეულებაზე, რომელიც დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნად გაიმართა.
#1994 წელი
დედოფალი ელისაბედი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი ლა-მანშის გვირაბის გახნის ოფიციალური ცერემონიაზე.
#1995 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი ცოლი ჰილარი, დედოფალ ელისაბედს ეწვივნენ
#1996 წელი
დედოფალი შოტლანდიის ქალაქ დანბლეინში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ადგილზე მივიდა, სადაც 16 ბავშვი და ერთი მასწავლებელი მოკლეს.
#1997 წელი
დედოფალი და პრინცი ფილიპე ყვავილების ზღვას უყურებენ, რომელიც ბუკინგემის სასახლესთან, პრინცესა დაიანას სიკვდილის შემდეგ დატოვეს.
#1998 წელი
ოჯახური ფოტო - დედოფლის დედა, რომელსაც 98 წელი შეუსრულდა, კლერენსს ჰაუსში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად.
#1999 წელი
დედოფალი გლაზგოში, მაკკერონის საცხოვრებლის ასოციაციის სახლში, საცხოვრებლის მენეჯერთან ლიზ მაგგინისთან და სუზან მაკკერონთან ჩაის სვამს
#2000 წელი
ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლის აივნიდან, დედის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს .
#2001 წელი
დედოფალი 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთა პანაშვიდზე. (წმინდა პავლეს ტაძარი)
#2002 წელი
ერთთვიანი ინტერვალებით დედოფალს დედა და უმცროსი და დაეღუპა. სურათზე: ელისაბედ მეორე დედის დაკრძალვაზე.
#2003 წელი
პუტინი ეწვია დიდი ბრიტანეთის დედოფალს, რათა აღედგინა ერაყის ომით დაღრვეული დიპლომატიური კავშირები. ეს იყო მისი ბოლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.
#2004 წელი
ჰაიდ-პარკში პრინცესა დაიანას მემორიალი დადგეს. (გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ)
#2005 წელი
ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპე ლონდონში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა საპატივსაცემოდ, წმინდა პავლეს ტაძარში გამართულ მსახურებას დაესწრნენ.
2005 წლის, 7 ივლისს მომხდარ დაბომბვას 52 ადამიანი ემსხვერპლა.
#2006 წელი
ელისაბედ მეორე მეუღლესთან ერთად მისი დაბადების დღისამდი მიძღვნილ ფოიერვერკს უყურებს. ამ წელს დედოფალს 80 წელი შეუსრულდა.
#2007 წელი
ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპე თეთრ სახლში ყოველწლიურ სადილს დაესწრნენ, რომელსაც აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი და მისი ცოლი ლაურა უძღვებოდნენ.
#2008 წელი
დედოფალი სიტყვით გამოდის საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისადმი მიძღვნილი ვახშმის წინ, უინძორის სასახლეში.
#2009 წელი
მიშელ ობამამ სამეფო პროტოკოლი დაარღვია, რადგან დედოფალს ჩაეხუტა
#2010 წელი
დედოფალი და პრინცი ჩარლზი Braemar Gathering-ის თამაშების დროს
#2011 წელი
ელისაბედ მეორის შვილიშვილი, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ფოტოს იღებენ
#2012 წელი
ლონდონში დედოფლის მმართველობის 60 წლის იუბილის აღსანიშნავად 1.2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა.
#2013 წელი
პაკისტანელი მოზარდის, შემდგომში ნობელის ლაურეატის, მალალა იუსაფზაისა და ელისაბედ მეორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში. მალალა შუა აღმოსავლეთის ქალთა უფლებების დამცველის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
#2014 წელი
ლონდონის ტაუერში კერამიკული ყაყაჩოებით გარშემორტყმული დედოფალი. თითოეული ყაყაჩო სიმბოლურად აღნიშნავდა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ სამხედროს (სულ ინსტალაციაში 888.246 ყვავილი იყო).
#2015 წელი
ბერლინში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტის დროს, დედოფალი პატარა მოცეკვავე რობოტს აკვირდება.
#2016 წელი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან დევიდ კემერონის გადადგომის შემდეგ, ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეში ტერეზა მეის შეხვდა.
#2017 წელი
ლონდონში, ცხენოსანთა კავალერიის ვიზიტის დროს დედოფალი ცხენს დაუმეგობრდა.
#2018 წელი
ელისაბედ მეორე ჟურნალ Vogue-ის რედაქტორთან, ანა ვინტურთან ერთად ლონდონის მოდის კვირეულზე.
#2019 წელი
პრინცი ფილიპე ავარიაში მოყვა, თუმცა არ დაშავებულა. ამის შემდეგაც ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ სამეფო წყვილი უსაფრთხოების ღვედს არ იყენებს
#2020 წელი
დედოფალი საეკლესიო მსახურებაზე. თან ახლდა პრინცი ენდრიუ, რომელმაც ჯეფრი ეპშტეინის სკანდალის გამო, სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა.