რას უყურებენ რეჟისორები კარანტინში? - სტივენ სპილბერგის TOP 10 ფილმი

ეს პერსონა

კარანტინის ჟამს, როცა თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა უწევს, მოწყენა ძალიან მარტივია. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. "ეS პერსონა" ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ სტივენ სპილბერგის 10 საყვარელ ფილმს. გვერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს  აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.
#დარჩისახლში

 

#1 ფრენკ კაპრას “ცხოვრება მშვენიერია”/ It’s a Wonderful Life (1946) 

ჯორჯ ბეილის (ჯეიმს სტიუარტი) ცხოვრება პრობლემებით აღსავსეა. შობის დღესასწაულის მოახლოების მიუხედავად, ის  თვითმკვლელობაზე იწყებს ფიქრს. სანამ ჯორჯი ამ მძიმე  განცდებშია, Ანგელოზები მასზე ფიქრობენ... ხიდზე მდგომი ჯორჯი სუიციდის მცდელობას საბოლოო ჯამში, კლარენსის (ჰენრი ტრავერსი) გადარჩენით ასრულებს. Რა თქმა უნდა კლარენსი ანგელოზია, რომელიც პროტაგონისტს ქალაქს მოატარებს და ყველა იმ სიკეთეს გაახსენებს, რომლის გამოც ბედფორდ ფოლსი ასეთი მშვენიერი ქალაქია. 

 

#2 ფრენსის ფორდ კოპოლას “ნათლიმამა”/ The Godfather (1972) 

ყველასთვის ნაცნობი ფილმი, მარიო პისოს რომანის “ნათლიმამას” კინოადაპტაციაა, რომელიც  დონ ვიტო კორლეონეს (მარლონ ბრანდო) ძლიერ კრიმინალურ ოჯახზე მოგვითხრობს.  როცა დონის ყველაზე უმცროსი შვილი მაიკლი (ალ პაჩინო) მაფიას უერთდება, ის საშინელი ძალადობის და და ღალატის ფერხულში ებმევა. Მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი ცდილობს თავის ცოლთან (დაიენ კიტონი) ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას, მას ოჯახის კრიმინალური მოღვაწეობა უფრო და უფრო ღრმად ითრევს.


 
 

#3 ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო”/ Psycho (1960)

მარიონ ქრეინი (ჯანეტ ლი) სამსახურიდან 40 000$ იპარავს რათა თავის შეყვარებულთან (ჯონ გევინი) ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს. Მარიონი  ქალაქიდან მარტო გაიქცევა, გზად კი საშინელ წვიმაში მოხვდება რის გამოც მას ბეითს მოტელში ღამის გათენება მოუწევს. Მოტელში ის ერთადერთი სტუმარია, რომელსაც მფლობელი განსაკუთრებული სითბოთი ექცევა. ახალგაზრდა ნორმან ბეითსი (ენთონი პერკინსი) თავიდან მშვიდი, ზრდილობიანი და ძალიან საყვარელი ადამიანი ჩანს, თუმცა მისი ინტერესი ტაქსიდერმიის მიმართ და საკმაოდ უცნაური ურთიერთობა დედასთან, ბეითსის მეორე მხარესაც ავლენს. 

 

#4 სტენლი კუბრიკის "2001: კოსმოსური ოდისეა"/ 2001: Space Odyssey (1968)

დეივ ბოუმანს (კირ დულეა) და სხვა ასტრონავტებს საიდუმლო მისიაზე კოსმოსში აგზავნიან. ხომალდს  კომპიუტერული სისტემა  "HAL" მართავს, რომლის უცნაური "ქცევაც"  ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს  ფატალურ კონფლიქტამდე მიიყვანს. Შედეგი -  დროისა და სივრცის უსასრულო დერეფნების კვეთა და კაცობრიობის ახალი განთიადი…

 

#5 დეივიდ ლინის “ლოურენს არაბი”/ Lawrence of Arabia (1962)

პირველი მსოფლიო ომია. ბრიტანელმა ლეიტენანტმა ლოურენსმა ბედუინთა ტომის შესახებ ყველაფერი იცის, სწორედ ამიტომ მას უფლისწული ფაისალის (ალეკ გინესი) პოვნის დავალებით არაბეთში ჯაშუშად აგზავნიან. ლოურენსი არაბებს ლაშქრობაში უერთდება, და აქლემზე ამხედრებული თურქთა პორტის ასაღებად მიდის. 

 

#6 ფრანსუა ტრიუფოს “400 დარტყმა”/ The 400 Blows (1959) 

პარიზელი ბიჭუნა ანტუანისთვის (ჟან-პიერ ლეუდი) ცხოვრება ერთი რთული სიტუაციიდან მეორეში გადასვლაა. Ანტუანი გულგრილი ზრდასრული ადამიანებით სავსე სამყაროში ცხოვრობს და საკუთარი მშობლებიც კი, მას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ. Ამიტომ, მთავარი გმირი დღეებს საუკეთესო მეგობარ რენესთან (პატრიკ ოფრეი) ატარებს, სადაც ერთად  გეგმავენ უკეთეს მომავალს. Როცა მათი ერთ-ერთი გეგმა კრახით სრულდება, ანტუანს კანონთან ექმნება პრობლემები, რაც ავტორიტეტული ზრდასრული ადამიანების სიცივესა და გულგრილობას კიდევ უფრო ააშკარავებს.  

 

#7 ორსონ უელსის “მოქალაქე კეინი”/ Citizen Kane (1941) 

ახალგაზრდა ჟურნალისტს, მედია მაგნატ  ფოსტერ კეინის (ორსონ უელსი) უკანასკნელი სიტყვის მნიშვნელობის გაგებას ავალებენ. Გამოძიების დროს ნათელი ხდება, რომ  კეინის წარსული ჩახლართული და იდუმალია. მიუხედავად იმისა, რომ კეინის მეგობარი (ჯოზეფ კოტენი) და მისი საყვარელი (დოროთი ქამინგორი) რამდენიმე საინტერესო ფაქტს გამოააშკარავებენ, ჟურნალისტი შიშობს, რომ ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა კეინისთვის “ვარდის კოკორი”.

 

#8 ჯონ ფორდის "მძებნელები"/ The Searchers (1956)

ჯონ ფორდის კლასიკური ვესტერნი. ითან ედვარდსი (ჯონ ვეინი) სამოქალაქო ომის შემდეგ სახლში ბრუნდება, რა დროსაც იგებს, რომ მისი ნათესავები კომანჩებმა ამოხოცეს. ცოცხალი დატოვეს მხოლოდ ედვარდსის ძმისშვილი დებისა (ნატალი ვუდი), რომელიც დატყვევებული ჰყავთ. ედვარდსი გოგონას გათავისუფლებას გადაწყვეტს.  

 

#9 აკირა კუროსავას “შვიდი სამურაი”/ Seven Samurai (1954) 

მოქმედება XVI საუკუნის იაპონიაში ვითარდება. Ერთ-ერთ ღარიბ სოფელს მუდმივი პრობლემა აქვს - სხვადასხვა  დაჯგუფებები გლეხებს მუდმივად  ძარცვავენ, Ამიტომ სოფლის მოსახლეები გადაწყვეტენ სამურაის (მაფორე ტოსირო) დაქირავებას და საკვების სანაცვლოდ, სოფლის დაცვას დააკისრებენ. Სამურაი კიდევ ექვს ადამიანს შემოიერთებს. Თავიდან სოფლის მაცხოვრებლები 7 სამურაის ეჭვის თვალით უყურებენ, Თუმცა ისინი ერთგულები აღმოჩნდებიან. Მეტიც, სამურაები მოსახლეებს ბრძოლასაც ასწავლიან, რაც ყაჩაღების შემოსევისას ძალიან დაეხმარებათ.

 

#10 ვიქროტ ფლემინგის “ბიჭი სახელად ჯო”/ A Guy Named Joe (1943) 

მაიორი პიტი (სპენსერ ტრეისი) ძალიან ნიჭიერი მფრინავია.  მეორე მსოფლიო ომში პიტს იღბალი არ ღალატობს- მან საყვარელი ქალიც კი იპოვა, მშვენიერი დორინდა დურსტონი (აირინ დანი), რომელიც ასევე მფრინავია. პიტი სიკვდილის შემდეგ სამოთხეში აღმოჩნდება, სადაც იგებს, რომ ყველა მფრინავს მფარველი ანგელოზი ჰყავს. Პიტი დედამიწაზე ბრუნდება და ახალგაზრდა მფრინავ ტედ რენდალის (ვან ჯონსონი) მფარველობას იწყებს. Ტედი არაჩვეულებრივი ბიჭია, თუმცა მას ერთი დიდი პრობლემა აქვს - პაპუა ახალ გვინეაში დორინდას გაიცნობს და შეუყვარდება... ახლა პიტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რას გაუკეთებს ტედს.

0
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top