ერთი თვე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

21 მარტს პრემიერ გიორგი გახარიას წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ პირობებში, დაწესდა მთელი რიგი რეგულაციები, მათ შორის, აიკრძალა 3-ზე მეტი პირის თავშეყრა საჯარო ადგილებში, გამოცხადდა  ე.წ. კომენდატის საათი ( 21:00 საათიდან 06:00-მდე ქუჩაში გასვლა აიკრძალა) და სხვ.

პრემიერ-მინისტრმა 14 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტს 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად მიმართავს.

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და შიდა გავრცელების გამო, დაწესებული შეზღუდვები ამ ერთ თვეში, კიდევ უფრო გამკაცრდა. (ჩაიკეტა რამდენიმე დიდი ქალაქი, სრულად აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება და ა.შ)  

როგორია თბილისი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ - გთავაზობთ ფოტოკოლაჟს დაცარიელებული ქუჩებიდან.

 

 

0
0
0
3
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top