მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 500 000 შემთხვევა დაფიქსირდა

ეს პერსონა

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 2 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 171 741-ს აღწევს. მაღალია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან 658 956 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფექციის გავრცელებას ყველაზე დიდი მასშტაბი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 792 938 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 42 518 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჩინეთმა, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფექციის გავრცელება თითქმის შაჩერა. ქვეყანაში დაინფიცირებული 82 758 ადამიანიდან 77 123 განიკურნა, 4 632 გარდაიცვალა, ხოლო 1 003 დღემდე განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top