კორონავირუსის 63 085 ახალი შემთხვევა და 6 199 გარდაცვლილი - მხოლოდ 1 დღეში

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 543 588-ს აღწევს 


➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ინფიცირებულია 2 543 588 ადამიანი. გაზრდილია გარდაცვალების შემთხვევებიც. დღის ბოლო მონაცემებით, ვირუსით გარდაცვალების 176 596 ფაქტია აღრიცხული.

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან ჯამში 687 034 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

➥ აშშ

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 809 615შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 44 623 გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. 

13 მარტს, კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.


➥ იტალია

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ  მაღალია.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 183 957 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო გარდაცვალების - 24 648.


➥ ესპანეთი

ესპანეთში, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ტემპი არ იკლებს. ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი დღითი დღე იმატებს.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID-19-ის 204 178 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო გარდაცვალების 21,282/


➥ თურქეთი

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში  კორონავირუსით ინფიცირების 95 591 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 2 259 შემთხვევაში ლეტალური შედეგი დადგა.

თურქეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.


➥ აზერბაიჯანი

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 480  შემთხვევაა აღრიცხული.

მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. სრულად 865 პაციენტი განიკურნა.  


➥ სომხეთი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა სულ 1 401-ს მიაღწია, რომელთაგან 609 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების 24 ფაქტია აღრიცხული.

16 მარტს, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა..

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top