გამაოგნებელი ფაქტები შავი ხვრელის შესახებ

ეს პერსონა

საიდუმლოებით მოცული შავი ხვრელი


რა არის შავი ხვრელი? კარი ალტერნატიულ რეალობაში? უხილავი კოსმოსური მტვერსასრუტი თუ უზარმაზარი ბლენდერი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, მათ შორის სინათლესაც?

შავი ხვრელების უკეთ გასაცნობად, რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

 

#1 ყოველ შავ ხვრელში ახალი სამყაროა

კვანტური გრავიტაციის თეორიის მიხედვით, ყველა შავი ხვრელი "შეიცავს" ახალ სამყაროს, რომელიც ჩვენი სამყაროს მიღმა იშლება. ეს შეიძლება ასე გავიგოთ: შავ ხვრელში მოხვედრა ალტერნატიულ რეალობაში შებიჯებას  ჰგავს (თუ გადარჩებით, რა თქმა უნდა)

 

#2 შესაძლოა, ჩვენი სამყაროც შავ ხვრელში მდებარეობს

მანამდე პოპულარული იყო თეორია, რომ ჩვენს სამყაროში  მილიონობით შავი ხვრელია. ახლა კი პოპულარულია შემდეგი ვარიანტი - რა მოხდება, თუკი ჩვენი სამყარო შავ ხვრელში მდებარეობს? აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ დროში მოგზაურობა და პარალელური სამყაროების არსებობა, მართლაც შესაძლებელია.

 

#3 შავ ხვრელებს შეუძლიათ, დროის შენელება (ჰიპოთეტურად, ჩნდება იმედი, რომ დროში მოგზაურობის შესაძლებლობა არსებობს)

ასეთ თეორიას სტივენ ჰოკინგი და სხვა მეცნიერებიც მხარს უჭერენ. შავ ხვრელებს ძალუძთ, დროისა და სივრცის გამრუდება.  შეიძლება, თუ არა, ამ თვისების გამოყენება დროის მანქანის შესაქმნელად, უცნობია.

 

#4 შავი ხვრელი და სპაგეტი

შავ ხვრელებს არა მარტო სამყაროების წარმოქმნა, არამედ მათი სპაგეტივით „გაწელვა“ ძალუძთ. სწორედ ამიტომ,  შავი ხვრელის ზემოქმედებას სხვა ობიექტებზე მეცნიერები „სპაგეტიფიკაციას“ უწოდებენ.

 

#5 უზარმაზარი შავი ხვრელი

2015 წელს მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი უდიდესი შავი ხვრელი (სახელწოდებით SDSS J010013.02+280225.8) ჩვენს მზეზე 12 მილიარდჯერ დიდია.

 

#6 სუპერმასიური შავი ხვრელი ჩვენს მზეზე 429 ტრილიონჯერ უფრო ცხელია

ფიქრობენ, რომ შავი ხვრელები ძირითადად უსასრულო სიბნელითაა მოცული, თუმცა ზოგიერთი მათგანი კაშკაშებს. სუპერმასიური შავი ხვრელი ამისი ნათელი მაგალითია.

 

#7 შავი ხვრელის წარმოქმნის გზები შთამბეჭდავია

ზოგიერთი შავი ხვრელი ვარსკვლავთა სიკვდილის შემდეგ წარმოიქმნა. ბირთვის ნგრევისას იქმნება სუპერნოვა - აფეთქებული ვარსკვლავი, რომელიც გარკვეულ ნაწილებს კოსმოსში აფრქვევს. ამ დროს მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ სინათლე შთაინთქმება და იკუმშება  ყველაფერი, რის შედეგაც შავი ხვრელი წარმოიქმნება.

 

#8 შავი ხვრელები „ჭამენ“ ყველაფერს, მათ შორის ერთმანეთსაც

შავი ხვრელები ერთმანეთს შთანთქავენ. ამ პროცესს ასტროფიზიკოსები გალაქტიკების შეერთებას უწოდებენ.

 

#9 მოძრავი შავი ხვრელები მკვლელ ტალღებს ჰგვანან -  ერთ-ერთი მათგანი  დედამიწას უახლოვდება

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ შავი ხვრელი სტაციონარული ძალაა. 2017 წლის მარტში NASA-ის ჰაბლის ტელესკოპმა აღმოაჩინა მოძრავი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკას ტოვებდა და მოძრაობდა საათში 8 000 000 კილომეტრის სიჩქარით. გამოთვლებით დაადგინეს, რომ ამ სიჩქარით შავ ხვრელს 3 წუთში შეუძლია დაფაროს მანძილი მთვარესა და დედამიწას შორის.

0
1
4
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top