ყველაზე შემზარავი მასობრივი მკვლელობები მსოფლიოს ისტორიაში

ეს პერსონა

კაცობრიობის მეხსიერება  ტრაგიკულ და სასტიკ მოვლენათა ბევრ ისტორიას  ინახავს. ომებს, ტერაქტებს, თუ გენოციდს, მილიონობით ადამიანი შეეწირა.

სამწუხაროდ, ამ სასტიკ რეალობას ადამიანი 21-ე საუკუნეშიც  ეჯახება - ბოლო შემზარავი შემთხვევა კანადაში, 20 აპრილს მოხდა.  პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა ცეცხლი გახსნა და 16 ადამიანი მოკლა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობა აღმოჩნდა.

წარმოგიდგენთ  კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზარელი მასობრივი მკვლელობების  ჩამონათვალს.

 

#1 ჩინელთა მასობრივი ხოცვა (1639 წელი)

მრავალი საუკუნის განმავლობაში  ჩინელთა დასახლებები მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული, სადაც მოსახელობა ძირითადად ვაჭრობით იყო  დაკავებული. იმის გამო, რომ ჩინელი ვაჭრების კლასი ადგილობივ მოსახლეობაზე უფრო მდიდარი იყო, დროდადრო მათ ხოცავდნენ.

ერთ-ერთი მასობრივი მკვლელობა ფილიპინებში, ესპანელებისა და ფილიპინელების ერთობლივი ძალებით მოხდა. სხვადასხვა მონაცემებით, მათ 17000-22000 ადამიანი მოკლეს.

 

#2 მასობრივი მკვლელობა პრაღაში

1794 წლის 4 ნოემბერს ტადეუშ კოსტიუშკოს აჯანყებას, რომელსაც რუსები პოლონეთის აჯანყებას უწოდებენ, პრაღაში მასობრივი მკვლელობა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიის ჯარებმა ქალაქი დაიპყრეს, მათ 20 000 ადამიანი ამოჟლიტეს.

 

#3 მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კვიპროსში (1560 წლის ივნისი-სექტემბერი)

1570 წლის ივნისში ოსმალეთის იმპერიამ ალყაში მოაქცია კვიპროსის კუნძული, რომელსაც მაშინ ვენეცია აკონტროლებდა. ალყა 4 თვის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ევროპაში შექმნილი რთული სიტუაციისა და ოსმალთა  რიცხობრივი უპირატესობის გამო, იმპერიამ კვიპროსი დაიპყრო.

 

#4  ხოცვა-ჟლეტა ქიოსის კუნძულზე (1822 წლის მარტი-ივლისი)

მორიგი მასობრივი მკვლელობა, რომელშიც ოსმალეთის იმპერია ფიგურირებს. იმპერიამ 52 000 ბერძენი დახოცა ქიოსის კუნძულზე საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის გაჩაღებული ომის დროს. 

 

#5 რეინის მხარეში ებრაელთა დარბევა და ხოცვა (1096 წელი)

რეინის მხარეში ებრაელთა მასობრივი ხოცვა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მოხდა,  რასაც 12 000 ებრაელის სიცოცხლე შეეწირა.

 

#6 ლათინთა მასობრივი ხოცვა (1182 წელი)

რომაელი კათოლიკეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში მოხდა. კონსტანტინოპოლის მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი ლათინებზე ბევრად ღარიბი იყო, რადგან ლათინებს კავშირი ჰქონდათ მდიდარ ქალაქ-სახელმწიფოებთან. (ვენეციასთან, გენუასთან, პიზასთან) უთანხოებას მოჰყვა ლათინთა მასობრივი ჟლეტა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ბევრი კი მონად გაყიდეს.

ამ მოვლენამ ხელი შეუშალა რომის პაპის მცდელობას, შეერიგებინა კათოლიკეები და მართლმადიდებლები, რადგან მტრობა ქრისტიანობის ორ განშტოებას შორის უფრო გაძლიერდა.

 

#7 აზიური მწუხრი (88 წელი ძვ. წ.)

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა კაციობრიობის ისტორიაში. აზიური მწუხრი წარმოადგენდა შეთანხმებულ, კოორდინირებულ თავდასხმას მცირე აზიის რეგიონ ანატოლიაში მცხოვრები რომაელების წინააღმდეგ. სხვადასხვა მონაცემებით, ანტირომაულმა დაჯგუფებებმა 80 000-150 000 ადამიანი დახოცეს.

 

#8 ჰამიდური ხოცვა-ჟლეტა (1894-1896 წ.წ.)

ასე უწოდებენ მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ოსმალეთის იმპერიაში  სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას. სხვადასხვა მონაცემით, 80 000-400 000 სომეხი მოკლეს. სწორედ ძალადობით ცდილობდნენ ოსმალები ოდესღაც დიდი იმპერიის გაერთიანებას, თუმცა ამან უკუშედეგი გამოიწვია. სომხების გარდა ოსმალებმა, ათობით ათასი ასურელი დახოცეს.

 

#9 მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იანჩჟოუში (1645 წელი)

ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობაა ჩინეთის ისტორიაში, რომელიც პრინცმა დოდომ მოაწყო. როგორც ცნობილია, 10 დღეში 800 000 ადამიანი დახოცეს, რის შემდეგ დოდოს ჯარმა ყველაფერი გადაწვა.

 

#10 სიჩუანის ხოცვა-ჟლეტა (1645-1646 წ.წ.)

არსებული მონაცემებით, 1645-1646 წლებში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი დახოცეს ჩინეთის ქალაქ სიჩუანში. მასობრივი მკვლელობები მოაწყო ჯან სიანჯუნმა, რომელიც გლეხთა აჯანყებას ხელმძღვანელობდა.

0
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top