რას უყურებენ რეჟისორები კარანტინში? - გასპარ ნოეს TOP 10 ფილმი

ეს პერსონა

კარანტინის ჟამს, როცა თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა უწევს, მოწყენა ძალიან მარტივია. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. "ეS პერსონა" ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ გასპარ ნოეს 10 საყვარელ ფილმს. გვერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს  აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.
#დარჩისახლში

 

#1 სტენლი კუბრიკის "2001: კოსმიური ოდისეა"/ 2001: Space Odyssey (1968)

დეივ ბოუმანს (კირ დულეა) და სხვა ასტრონავტებს საიდუმლო მისიაზე კოსმოსში აგზავნიან. ხომალდს  კომპიუტერული სისტემა  "HAL" მართავს, რომლის უცნაური "ქცევაც"  ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს  ფატალურ კონფლიქტამდე მიიყვანს. Შედეგი -  დროისა და სივრცის უსასრულო დერეფნების კვეთა და კაცობრიობის ახალი განთიადი…

 

#2 მიჰაელ ჰანეკეს “სიყვარული”/ Amour (2012) 

Პენსიონერები ჟორჟი (ჟან-ლუი ტრინტიგნანტი) და ანა (ემანუელ რივა) მუსიკის მასწავლებლები იყვნენ, რომლებმაც ცხოვრება ერთმანეთს და კარიერას მიუძღვნეს. მას შემდეგ, რაც ანას გულის შეტევა დაემართა,  წყვილი ურთულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. Მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო ჟორჟსაც  აწუხებს  ჯანმრთელობის პრობლემები, ის მთელს ენერგიას ცოლის მოვლაში ხარჯავს, რათა შეასრულოს მისთვის მიცემული პირობა, რომ აღარასდროს მოხვდება საავადმყოფოში. 

 

#3 გერალდ კარგლის “შიში”/ Angst (1983) 

Მკვლელი (ერვინ ლედერი)  ციხიდან გამოსვლისთანავე ახალ მსხვერპლს ეძებს. Ტყეში ეულად მდგარი მდიდრული სახლი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ მზაკვრული გეგმა უპრობლემოდ განახორციელოს. ამ Სახლში ასაკოვანი ქალი (ედით როზეტი), მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვაჟი  (რუდოლფ გოტზი) და მშვენიერი ქალიშვილი(კარინ სპრინგერი) ცხოვრობენ. Ფილმი სასტიკ მკვლელობას თითქმის დოკუმენტალური სიზუსტით გვაჩვენებს და ხსნის ადამიანის ფსიქიკის უსასრულო შრეებს, რომელშიც ყველაზე ბნელი დემონები იმალებიან. 

 

#4 ლუი ბუნიუელისა და სალვადორ დალის “ანდალუზიური ძაღლი”/Un Chien Andalou (1928) 

სალვადორ დალისა და ლუი ბუნიუელის  ფილმი სურეალისტური კინოს საწყისი წერტილია.  სიუჟეტი მხატვრისა და რეჟისორის სიზმრების მიხედვითაა აწყობილი. დღემდე, “ანდალუზიური ძაღლი” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილმად ითვლება, რომელმაც უამრავ რეჟისორს ახალი ექსპერიმენტების ჩატარების სითამამე მისცა. 


#5 დეივიდ ლინჩის “საშლელთავა”/ Eraserhead” (1976)

“Საშლელთავა” სულეარისტული კინოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაგალითია. Ფილმის მთავარი გმირი ჰენრია (ჯონ ნენსი), რომელმაც მერი X-თან (შარლოტ სტიუარტი) რომანტიკული ღამე გაატარა. ქალი დაფეხმძიმდა რის შემდეგაც ჰენრის მას ცოლად მოიყვანს. Სიგიჟე იწყება მაშინ, როცა ბავშვის ნაცვლად ქვეწარმავლის მაგვარი არსება დაიბადება, რომელიც გამუდმებით ყვირის. Ამას გარდა, ჰენრის სახლი ივსება უცნაური არსებებით, რომლებიც მის ცხოვრებას  კიდევ უფრო დამაბნეველს ხდიან. 

 

#6 მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) “მე ვარ კუბა”/ Soy Cuba (1964)
 
Ფილმი ბატისტას კუბაში განვითარებულ ოთხ ამბავს გვიყვება, რომელიც ასახავს  ქვეყნაში გამეფებულ სასოწარკეთილ მდგომარეობას, Პოლიტიკურ ოპრესიას, სიღარიბესა და უსუსურობას, რის გამოსასწორებლადაც რევოლუციაა საჭირო. Პირველი ამბავი ხაზს უსვამს უცხოელების როლს ჰავანას პროსტიტუციასა და სიღარებეში. Მომდევნო ეპიზოდში მოქმედება ქალაქიდან სოფელში გადადის, სადაც ადგილობრივ გლეხებს  მინდვრებს ართმევენ და კაპიტალისტურ კომპანიებზე ასხვისებენ. Მესამე ნაწყვეტში ისევ ქალაქში ვბრუნდებით სადაც მემარჯვენე სტუდენტები ადგილობრივ პოლიციას და კორუმპირებულ მთავრობას ებრძვიან, რისთვისაც საშინელი სასჯელი ემუქრებათ. Ფილმის ბოლო ნაწილში მოქემდება კვლავ სოფელში მიმდინარეობს, სადაც მარიანო ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად მთაზე მარტო ცხოვრობს. Როცა ბატისტას ჯარები ამ განდეგილ ადგილსაც ბომბავენ, მარიანო, რომელსაც მშვიდობა უნდა, პარტიზანებს უერთდება.

 

#7 მერიან კუპერისა და ერნესტ შუდსაკის “კინგ კონგი”/ King Kong (1933) 
მსახიობი ენ დაროუ (ფეი ურეი) და რეჟისორი კარლ დენამი (რებერტ არმსტრონგი) ინდოეთის ოკეანისკენ ახალი ფილმის გადასაღებად მიემგზავრებიან. Მისტიკურ კუნძულზე ჩასვლისთანავე, ენს ადგილობრივი ტომის წევრები მოიტაცებენ, რომ კუნძულის ბელადს- უზარამარ პრიმატ კონგს შესწირონ. ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როდესაც ენს გაათავისუფლებენ, კონგს კი- დაიჭერენ.


 
 

#8 პიერ პაოლო პაზოლინის “სალო, ან სოდომის 120 დღე”/ Salo: or The 120 Days of Sodom” (1975)

ფაშისტების ჯგუფი 18 მოზარდს გაიტაცებს და მათზე 120 დღის განმავლობაში, ფიზიკურად, მენტალურად და სექსუალურად ძალადობს.

 

#9 კენეტ ენგერის “მორიელის აღზევება”/Scorpio Rising (1964)

ნაცისტი გეი ბაიკერები ტკივილისგან დიდ სიამოვნებას განიცდიან რადგან ნაცისტური სადისტური სიმბოლიკა სექსუალური ფეტიშიზმი ხდება. 


#10 მარტინ სკორსეზეს “ტაქსის მძღოლი”/ Taxi Driver (1976)

ინსომნიისგან დატანჯული ტრევის ბიკლი (რობერტ დე ნირო) ნიუ იორკის ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის მძღოლად იწყებს მუშაობას. ის ღამე მუშაობს, რის გამოც ყოველდღიურ რეალობას აწყდება- ხედავს ღამის ქალაქის კრიმინალურ ცხოვრებას და მის “გაწმენდაზე” იწყებს ფიქრს.  მას შემდეგ, რაც მშვენიერი ბეტსი (სიბილ შეფერდი) ტრევისს გულს გაუტეხავს, ის  სამყაროს გადარჩენაზე ობსესიურად იწყებს ფიქრს. გეგმავს, რომ მოკლას საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მისთვის მთელი  ნიუ-იორკის ნაგავთან ასოცირდება. უეცრად, ტრევისის ყურადღება 12 წლის მეძავ გოგონაზე (ჯოდი ფოსტერი) გადადის. Ტრევისი არჩევანის წინაშე დგება გადაარჩინოს არასრულწლოვანი მეძავი თუ მოკლას საპრეზიდენტო კანდიდატი.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top